1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობის მართვას.
2. სამინისტროს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება;
დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;
ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;
ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება;
თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
კ) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;
ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
3. სამუზეუმო ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.
4. სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას.
5. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ არასახელმწიფო მუზეუმებს.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1978 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 14.12.2022 კანონი №2293
- 16.03.2021 კანონი №377
- 15.07.2020 კანონი №6910
- 05.07.2018 კანონი №3045
- 07.12.2017 კანონი №1625
- 05.02.2014 კანონი №1978
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში 1. სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამუზეუმო საქმიანობის მართვას. 2. სამინისტროს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება; ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია; გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება; დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება; ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა; ვ) მუზეუმის ფონდის მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება; ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება; თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება; ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; კ) სახელმწიფო მუზეუმის ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა; ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება. 3. სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს. 4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას. [ 1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობის მართვას. 2. სამინისტროს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება; ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია; გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება; დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება; ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა; ვ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება; ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება; თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება; ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; კ) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა; ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება. 3. სამუზეუმო ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს. 4. სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ არასახელმწიფო მუზეუმებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუზეუმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება