1. სახელმწიფო მუზეუმს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, უფლება აქვს:
ა) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია;
ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;
გ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი დადგენილი წესით;
დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს მუზეუმისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა.
2. არასახელმწიფო მუზეუმს უფლება აქვს:
ა) თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის კატალოგში შეტანისას ან სხვა სახით პუბლიკაციისას მოითხოვოს მესაკუთრის ვინაობის მითითება;
ბ) მოითხოვოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია სახელმწიფო სარესტავრაციო დაწესებულების მიერ, სათანადო ანაზღაურებით;
გ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კუთვნილი ექსპონატი შესანახად გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით;
დ) მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 14.12.2022 კანონი №2293
- 16.03.2021 კანონი №377
- 05.07.2018 კანონი №3045
- 07.12.2017 კანონი №1625
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები 1. სახელმწიფო მუზეუმს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, უფლება აქვს: ა) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე; [ ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] გ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი დადგენილი წესით; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს მუზეუმისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა. 2. არასახელმწიფო მუზეუმს უფლება აქვს: ა) თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის კატალოგში შეტანისას ან სხვა სახით პუბლიკაციისას მოითხოვოს მესაკუთრის ვინაობის მითითება; ბ) მოითხოვოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია სახელმწიფო სარესტავრაციო დაწესებულების მიერ, სათანადო ანაზღაურებით; გ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კუთვნილი ექსპონატი შესანახად გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით; დ) მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუზეუმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება