1. ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), რადიოაქტიური ნივთიერების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოს ან ნაკეთობის, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3053 - სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №2კ-160-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2024
ჰ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 315b მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვება ნებართვის გარეშე;
- საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 230.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მაიონებელი გამოსხივების წყაროსადმი უკანონო მოპყრობა) კვალიფიკაცია, რის შემდგომაც 24.12.2007წ.-12.05.2008წ.
- საქმე №2კ-690აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2021
ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია, ანუ 2006 წლის 28 აპრილის…
- საქმე №2კ-593აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2020
წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 მარტიდან.
- საქმე №2კ-541აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2019
…2015 წლის 29 აპრილის განაჩენით ს. ვ., - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით − 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ს.
- საქმე №114აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2018
- საქმე №2კ-462აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2018
- საქმე №2კ-35აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2015
- საქმე №2კ-320აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2015
- საქმე №2კ-1905-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2013
- საქმე №2კ-395აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2013
- საქმე №2კ-632აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2012
- საქმე №2კ-590აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.12.2011
- საქმე №2კ-515აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2011
- საქმე №2კ-130კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2006
- საქმე №2კ-92კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2002
- საქმე №2კ-33დად.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.08.2000
- საქმე №010141318700066551 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №330100117001989059 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.03.2019
- საქმე №330100119002964680 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება