საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹632აპ-11 ქ. თბილისი
10 თებერვალი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ივლისის განაჩენით ჯ. ნ-ი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 აპრილიდან.
იმავე განაჩენით ე. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ე. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 14 აპრილიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
მ. ნ-ის მიერ დაკითხვისას წარმოდგენილი, ჯ. ნ-ისათვის გადაცემული ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალის ქსეროასლი – შენახულ უნდა იქნეს ს/ს საქმის შენახვის ვადით.
ე. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: „NOKIA-ს“ ფირმის ¹73 მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული შპს „მაგთიკომის“ ... DUA1 სიმბარათით, გასაღებების ასხმა, შავი სანთებელა წარწერით „KღIKEთ“ და ორი 10-ლარიანი კუპიურა, ტყავის საფულე და მასში მოთავსებული, მ. კ-ას სახელზე გაფორმებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა NA ¹..., დ. ნ-ის სახელზე შევსებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AB ¹..., „მეგაფონის“ 2 სიმბარათი ..., ... და „მაგთიკომის“ 1 სიმბარათი ..., ე. ა-ის სახელზე შევსებული: საქართველოს მუდმივი ბინადრობის მოწმობა ¹..., მართვის მოწმობა ¹..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AV ..., რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ე. ა-ის ოჯახის წევრს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
ჯ. ნ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარი და 6 სხვადასხვა ფორმისა და ზომის გასაღებების ასხმა, ჯ. ნ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფი ¹..., 17 ვაზნით, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ჯ. ნ-ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ე. ა-ის ძმის – თ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: მომწვანო ფერის ნივთი ¹..., რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ე. ა-ის საცხოვრებელი სახლის (მცხეთის რაიონი, სოფელი ...) ჩხრეკის შედეგად ამოღებული: 1 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ..., 2 მჭიდით, მასში მოთავსებული 16 ვაზნით; 1 შავი მჭიდი მასში მოთავსებული 9 ვაზნით, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ჯ. ნ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ფოლკსვაგენ-ვენტოს“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ყავისფერი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული, ჯ. ნ-ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, რომლის ნომერია – ბ ..., ჯ. ნ-ის მართვის მოწმობით, რომლის ნომერია – AH ¹..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით, რომლის ნომერია – AV ..., ,,უნიქარდის» უნივერსალური დაგროვებითი ბარათით და ,,ავერსის» დაგროვებითი ფასდაკლების ბარათით; ჯ. ნ-ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, რომლის ნომერია - ...; Q„NOKIA-ს“ ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი, საიდენტიფიკაციო კოდით _ ..., სიმბარათის გარეშე, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ჯ. ნ-ის ოჯახის წევრს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
ჯ. ნ-ის მართვის ქვეშ მყოფი „ფოლკსვაგენ-ვენტოს“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომერი – „...”) დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც მოთავსებულია შსს 32-ე ბაზაზე არსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე, უნად დაუბრუნდეს დ. ს-ეს.
ე. ა-ის კუთვნილი „თOYOთA“-ს ფირმის „LANDჩღUIშEღ-100“ მოდელის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: ვერცხლისფერი რევოლვერი ¹... წარწერით „22MAGNUM“, მისივე სათადარიგო ბარაბანი და 7 ვაზნა, მოთავსებული შავ ელვაშესაკრავიან, სამკუთხა ფორმის ჩანთაში, რომელიც ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ხოლო საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის პირადობის მოწმობა ¹..., გაცემული ე. ა-ის სახელზე; „შBEღBANK“-ის ვიზას ტიპის ¹... პლასტიკური ბარათი, გაცემული ე. ა-ის სახელზე, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ე. ა-ის ოჯახის წევრს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
ე. ა-ის კუთვნილი „თOYOთA-ს“ ფირმის „LANDჩღUIშEღ-100“ მოდელის ავტომანქანა (სახ. ნომერი „...“) დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც მოთავსებულია შსს 32-ე ბაზაზე არსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე და აღნიშნული ავტომანქანის ე. ა-ის სახელზე შევსებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹..., რომელიც ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, უნდა გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
ე. ა-ის საცხოვრებელი ბინის (თბილისი, ტ-ის ქ. ¹...) ჩხრეკისას ამოღებული: მოყავისფროზოლიანი ბლოკნოტი, ჟურნალი ჩანაწერებით, მასზე არსებული წარწერით „Журнал учета командирской подготовки“, რომელიც ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ე. ა-ის ოჯახის წევრს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
იარაღის კაბურა, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრ პოლიეთილენის პაკეტში, წარწერით „PშP“, გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
შავ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ავტომატის 2 მჭიდი, ცეცხლსასროლი იარაღის 130 ვაზნა, ოთხკუთხედი ფორმის მოყვითალო ფერის მყარი ნივთიერება წარწერით „Тротиловая Шашла 400г – „Срезъбои М10 Х1“, რომელიც ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ავტომატის ცივიო, დამცავი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ჩაფხუტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
გ. გ-ის სახელზე 2000 წელს გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ¹... პასპორტი, ამავე პიროვნების სახელზე გაცემული ¹... დოკუმენტი, შევსებული ინგლისურ ენაზე, მომცრო ზომის, მოთეთრო ფერის ბლოკნოტი მასში არსებული ჩანაწერებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ. გ-ს.
წითელ საქაღალდეში მოთავსებული გ. ჯ-ის პირადი საქმე ¹... (30 ფურცლად), გ. ჯ-ის სახელზე გაცემული სამხედრო ბილეთი – H3 ¹..., რუსულ ენაზე შევსებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ПP¹..., რუსულენოვანი მოთხოვნა А-35 ¹..., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ. ჯ-ს.
ე. ა-ის სახელზე გაცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კაზაკთა კავშირის პირადობის მოწმობა ¹..., რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ე. ა-ის ოჯახის წევრს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
ე. ა-ის კუთვნილი „MEღშEDEშ-V230“ ფირმის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: 4 მომცრო ზომის, ცილინდრული ფორმის ლითონის კონტეინერი, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
რესტორან „ბ-ს“ ეზოში არსებული საწყობის ჩხრეკისას ამოღებული: ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, დაახლოებით 0,5 ლ. მოცულობის მინის ქილა, მასში არსებული ვერცხლისფერი სითხით, ფსკერიდან დაახლოებით 1,5 სმ სიმაღლით, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტს, ხოლო 0,5 ლ მოცულობის პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „ფანტა“, ბოთლში მოთავსებული გამჭვირვალე საწერი კალმის კორპუსი, მასში არსებული მეტალისფერი, ცილინდრული ფორმის 2 საგნით, რომელთა მიახლოებითი ზომებია: დიამეტრი 0,5 სმ, სიმაღლე 0,7 -1 სმ, რომელიც დალუქული სახით ინახება ა-ის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეცეს ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ადვოკატ გ. ო-ის განცხადებაზე დართული, ჯ. ნ-ის სანადირო ბილეთი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც უშუალოდ ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ჯ. ნ-ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა _ „03“ ჩD დისკი, რომელიც უშუალოდ ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელ ქ. კ-ასა და მსჯავრდებულ ე. ა-ს შორის.
ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _20.000 ლარი. სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა _ 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ე. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 20.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ე. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას მისი კუთვნილი ,,თOIOთA-ს» ფირმის ,,LANDKღUIძEღ-100» მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,...», ასევე ე. ა-ის სახელზე შევსებული ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა ¹....
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ჯ. ნ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.