თავი XIII — საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.
4. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 17
მაისის
კანონი №2374
–
ვებგვერდი, 01.06.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 29 აპრილის კანონი №483 – ვებგვერდი, 07.05.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(51)
- საქმე №ბს-422(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
ბ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე.
- საქმე №ბს-52(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
- საქმე №ბს-861(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
ო-ის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №ბი000008299, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილების საფუძველზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ლ. ხ-ე (დაბ:..., მცხ: ქ.ზესტაფონი,...
- საქმე №ბს-249(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
…173-ე მუხლით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. კ.კ-ი დააკავეს 2021 წლის 30 ოქტომბერს 10:25 საათზე. 2021 წლის 1 ნოემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები კ.კ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იმავე კოდექსის 173-ე მუხლის მ-2 ნაწილით.
- საქმე №ბს-542(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს...ს უბნის ინსპეტორის - თ. ბ-ის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №ბი..., რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა დ. დ-ი. დაკავების მოტივი: „2023 წლის 20 მაისს ქ....ში მდებარე...ში, შპს „...ის“ შესასვლელთან, დ.
- საქმე №ბს-242(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
- საქმე №ას-311-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2025
- საქმე №36აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-416(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ბს-1340(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №5აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2023
- საქმე №ბს-1322(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2022
- საქმე №2კ-111აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2021
- საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ბს-1253(ს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2021
- საქმე №ბს-1062(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ბს-802(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-638-609-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2017
- საქმე №ას-1278-1298-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2012
- საქმე №18აგ.-2011 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2011
- საქმე №2კ-915აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2011
- საქმე №330100114459489 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №180100119002982060 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №010100118002593400 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №010100118002595518 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №010100118002582525 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №180100118002353742 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310015001066943 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №010310017001876588 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №330100116001666186 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №330310017001964545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310017002062360 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №330100117002136443 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2018
- საქმე №120100117002113460 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №160100117002193452 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №330310017001799873 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330310018002479633 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330100114459489 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.09.2019
- საქმე №330100118002607124 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 51-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება