შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 21.01.2000
საქმის ნომერი
2კ-183კოლ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 183 21 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - თ. ყრუაშვილი

წევრები: გ. ბორჩხაძე, მ. ტურავა

განიხილა მსჯავრდებულების ი. ა-იას და ვ. ს-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. კ-ის და ვ. კ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც:

1. ვ. ს-ძე, ქართველი, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, სამართალში არ ყოფილი, მცხოვრები..., ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი, 243-ე მუხლის მესამე, მე-100 მუხლის მეორე ნაწილებით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით და 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით. ერთობლივად მიესაჯა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

2. ი. ა-ია, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 238-ე მუხლის მეორე, მეოთხე, 243-ე მუხლის მესამე, მე-100 მუხლის მესამე, 252-ე მუხლის მესამე ნაწილებით, 2522 მუხლით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით და 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით. ერთობლივად მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ამავე განაჩენით მსჯავრდებულნი არიან ა. ჩ-იანი (დანაშაულთა ერთობლიობით მისჯილი აქვს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა) და რ. ჩ-იანი (სსკ-ის 205-ე მუხლის მესამე ნაწილით მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა იმავე ვადით პირობითი მსჯავრით), რომლებიც განაჩენს არ ასაჩივრებენ.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის თამარ ყრუაშვილის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენით ა. ა-იას და ვ. ს-ძეს მსჯავრი დაედოთ შემდეგი ქმედებისათვის: 1999 წლის 1 მარტს, დაახლოებით 20 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ა. ჩ-იანთან ერთად ¹ -- საგამოძიებო იზოლატორის მახლობლად ჩასხდნენ ტაქსში, რომელსაც მართავდა ა. პ-იანი და გაემართნენ … ქუჩისაკენ. გზაში მსვლელობისას ი. ა-იამ უთხრა ა. ჩ-იანს, მძღოლისათვის მგზავრობის თანხა არ გადაეხადათ. თავის მხრივ ამ უკანასკნელმა მძღოლისათვის ფულის წართმევა შესთავაზა. შეთანხმების შემდეგ ი. ა-იამ პალტოს ქამარი შეიხსნა, ერთი ბოლო ა. ჩ-იანს მიაწოდა, მეორე კი თვითონ დაიჭირა. სამტრედიის ქუჩაზე, როდესაც ა. პ-იანმა ვ. ს-ძის მითითებით ავტომანქანა გააჩერა, მას ქამარი შემოახვიეს ყელზე და ფული მოთხოვეს. ვ. ს-ძემ მარცხენა იდაყვი ჩააარტყა მძღოლს. ამ უკანასკნელმა ჯიბიდან ამოიღო 12 ლარი, რომელიც ვ. ს-ძემ გამოსტაცა ხელიდან. ყელზე ქამარშემოხვეული ა. პ-იანი ი. ა-იამ და ა. ჩ-იანმა გადაიყვანეს გვერდით სავარძელზე. ვ. ს-ძე დაჯდა საჭესთან და ი. ა-იას მითითებით თბილისის ზღვისკენ წავიდნენ. გზაში სამივე სცემდა მძღოლს.

ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროფკავშირების საერთო საცხოვრებლის მახლობლად, მანქანა მოულოდნელად გაჩერდა. ვ. ს-ძემ ჩათვალა, რომ გაჩერების მიზეზი სპეციალურად დაყენებული ე. წ. "სეკრეტი“ იყო. მძღოლს მოთხოვა მისი გამორთვა, თან მარჯვენა იდაყვი ჩააარტყა სახეში. ამ დროს ა. პ-იანმა კიდევ 50 ლარი ამოიღო ჯიბიდან, რაც გამოართვეს. ამის შემდეგ ის მანქანიდან გადმოათრიეს და გამვლელთაგან გასარიდებლად ნაძვნარში შეათრიეს, სადაც ჩადენილი ყაჩაღობის დაფარვის მიზნით მოკლეს. კერძოდ, ი. ა-იამ ქამრით დაუწყო დახრჩობა, მოზრდილი ქვა ა. ჩ-იანმა ორჯერ, ხოლო ვ. ს-ძემ ერთხელ ჩაარტყა თავში. ამ მოქმედებით ა. პ-იანმა მიიღო ქალა - ტვინის ბლაგვი ტრამვა, ქალა - სარქველის, შუბლის, ცხვირის, ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, ასევე სხვა დაზიანებები, რისგანაც გარდაიცვალა. ა. ჩ-იანმა და ვ. ს-ძემ პულსი შეუმოწმეს ა. პ-იანს, დარწმუნდნენ მის სიკვდილში, გვამი ნაძვნარის სიღრმეში გადაიტანეს და მანქანაც ნაძვნარში გადააგორეს, რის შემდეგაც ი. ა-იას წინადადებით, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ვ. ს-ძემ მანქანის ავზიდან ამოიღო ბენზინი, შეასხეს სალონში, ცეცხლ-წაკიდებული ჩვარი შეაგდეს და დაწვეს ავტომანქანა, რომლის ზარალმა შეადგინა 1195 ლარი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვ. ს-ძეს მსჯავრი დაედო სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწილითაც. მან დაარღვია გზებზე მოძრაობის წესები, შეეჯახა ავტომანქანას, რომელსაც მართავდა მოქალაქე ბ. ჩ-ძე, რომელმაც სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

ი. ა-იამ, მათგან დამოუკიდებლად, 1993 წელს შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. ასევე უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება 6,5 გრამი მარიხუანა გასაღების მიზნის გარეშე. მანვე ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, ერთი წლის გასვლამდე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ი. ა-იას ინტერესების დამცველი მოითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ი. ა-იას მოეხსნას სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 243-ე მუხლის მესამე, 238-ე მუხლის მეორე, მეოთხე, 252-ე მუხლის მესამე ნაწილებით, 2522 მუხლით, 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით წარდგენილი ბრალდებები; სასჯელი შეუმსუბუქდეს მე-100 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ამ მოთხოვნის დასასაბუთებლად საჩივრის ავტორი მიუთითებს. რომ ყაჩა-ღურ თავდასხმაში და პ-იანის მკვლელობაში ი. ა-იას მონაწილეობა არ მიუღია. ავტომანქანის მძღოლსა და ა. ჩ-იანს შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც ა. ჩ-იანმა პ-იანს თავში ორჯერ ჩაარტყა ქვა. მანქანასთან მდგომმა ი. ა-იამ პროტესტი გამოხატა ა. ჩ-იანის მოქმედების გამო.

ის, რომ ი. ა-იას არავითარი მონაწილეობა ამ დანაშაულში არ მიუღია, დადასტურებულია თვით მისი და ჩ-იანი_ს-ძის ჩვენებებით. მან მხოლოდ ავტომანქანის დაწვაში მიიღო მონაწილეობა.

ი. ა-იას ჩვენებებით, ავტომატი და ნარკოტიკული ნივთიერება იპოვა პარკში და მიჰქონდა პოლიციაში ჩასაბარებლად, რა დროსაც დააკავეს. გარკვეული მიზეზების გამო, ეს ფაქტი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული.

მსჯავრდებული ი. ა-ია დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

მსჯავრდებულ ვ. ს-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს, ასევე, ცვლილებების შეტანას განაჩენში. ითხოვს, ვ. ს-ძეს მოეხსნას ყველა ბრალდება, გარდა 241-ე მუხლის პირველი და სსკ-ის მე-100 მუხლის მეორე ნაწილისა.

ადვოკატი მიუთითებს იმის შესახებ, რომ ვ. ს-ძის განცხადებას მის მიმართ ფიზიკური ზემოქმედების გამოყენების შესახებ, სასამართლომ არ მისცა ჯეროვანი შეფასება. ის დაეყრდნო იმ ჩვენებებს, რომლებიც წინასწარი გამოძიების დროს, მოკვლევის სტადიაში, აკრძალული მეთოდებით იყო მიღებული და წინასწარ გამოძიებაშივე იქნა უარყოფილი.

მსჯავრდებულმა ვ. ს-ძემ მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა მსჯავრდებულების ა. ჩ-იანის, ვ. ს-ძის, ი. ა-იას, ამ უკანასკნელის ინტერესების დამცველი ადვოკატის, დაზარალებულის წარმომადგენლის განმარტებები; მოუსმინა პროკურორს, რომელ-მაც მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ; შეამოწმა როგორც საკასაციო საჩივრების მოთხოვნების და შესაგებლის მოსაზრებათა საფუძვლიანობა, ისე განაჩენის კანო-ნიერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრების მოსაზრებას, თითქოს ი. ა-იას და ვ. ს-ძეს

გარდა სსკ-ის მე-100 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა (ს-ძის ასევე, 241-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) სხვა დანაშაული არ ჩაუდენიათ. აღნიშნული მოსაზრება საქმის მასალებით უარყოფილია და სასამართლოს განაჩენშიც სათანადოდაა შეფასებული.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები დადასტურებულია, უპირველესად, წინასწარი გამოძიების პირველ სტადიაზე მოცემული აღიარებითი ჩვენებებით, რაც დადასტურებული აქვთ ადვოკატების თანდასწრებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მათი ჩვენებები დეტალურია, დაწვრილებითაა გადმოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და თვით ბრალდებაც ფორმულირებულია მათი ჩვენებების მიხედვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ არ განუცხადებიათ ფიზიკური ან ფსიქიური ზემოქმედების განხორციელების თაობაზე და სასამართლო სხდომაზე ასეთი განმარტება განაჩენით მიჩნეულია პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის ცდად, რასაც სავსებით იზიარებს პალატა.

ი. ა-იას დეტალურად აქვს აღწერილი ჩვენებებში, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის და ტარების, ისე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, ხოლო ვ. ს-ძე ასევე ცნობდა თავს დამნაშავედ სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ა. ჩ-იანს მოცემული განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

ამასთან, პალატა თვლის, რომ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მსჯავრდებულთა მდგომარეობას და ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ა. ჩ-იანი არ ასაჩივრებს განაჩენს, პალატა უფლებამოსილია სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, სრული მოცულობით შეამოწმოს საქმე მის მიმართაც. კერძოდ, პალატა თვლის, რომ ა. ჩ-იანს, ი. ა-იას და ვ. ს-ძეს უსწოროდ აქვთ წარდგენილი სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი.

სამივეს მსჯავრი დაედოთ სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით. დანაშაულთა ერთობლიობა - სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი და 96-ე მუხლი მაშინ იქნება, თუ ყაჩაღური თავდასხმის დროს მკვლელობა ჩადენილია ქონების დაუფლების მიზნით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მანქანით მსვლელობისას, როდესაც ა. პ-იანს, დახრჩობის მუქარით, მოთხოვეს ფული, მან თავდამსხმელებს გადასცა 12 ლარი. ამის შემდეგ იგი გადაათრიეს გვერდით სავარძელში და საჭეს მიუჯდა ვ. ს-ძე. ა-იას მითითებით წავიდნენ ზღვის მიმართულებით, სადაც მანქანა მოულოდნელად გაჩერდა. ვ. ს-ძემ ჩათვალა, რომ მანქანას დაყენებული ჰქონდა ე. წ. "სეკრეტი". მან მისი გამორთვა მოთხოვა მძღოლს და თან სახეში იდაყვი ჩაარტყა. პ-იანმა კიდევ 50 ლარი გადასცა მათ. ამდენად, თავდამსხმელები დაეუფლნენ 62 ლარს.

ამის შემდეგ მათ მძღოლი გადაათრიეს მანქანიდან და ცემა დაუწყეს. შემდეგ კი, როგორც ბრალდებას და განაჩენს მიაჩნია, წართმეული ფულის საბოლოოდ დაუფლების და ჩადენილი ყაჩაღობის დაფარვის მიზნით, მოკლეს იგი.

პალატა თვლის, რომ ამგვარი ფორმულირება უსწოროა. თავდამხსმელები უკვე დაუფლებულნი იყვნენ 62 ლარს და გაურკვეველია, რა იგულისხმება საბოლოოდ დაუფლებაში. საქმის მასალებიდან არ ჩანს, ამის შემდეგ ისინი შეეცადნენ თუ არა კიდევ თანხის წართმევას. ამიტომ მკვლელობა რომელიც მათ მიერ იქნა ჩადენილი, განხორციელდა ჩადენილი ყაჩაღობის დაფარვის მიზნით. აღნიშნულზე მიანიშნებს მთელი მათი შემდგომი მოქმედებაც.

ამდენად, უსწოროა განაჩენის მითითება მათი ქმედობის ანგარებით მკვლელობით დაკვალიფიცირების შესახებ, მითუმეტეს, მსჯავრდებულნი არიან ყაჩაღობის ჩადენისათვის (96-ე მუხლი), რომელიც ანგარებით დანაშაულს წარმოადგენს და ჩადენილი ქმედობის შეფასებისათვის ამ ეპიზოდში სავსებით საკმარისია სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი, რაც წარდგენილი აქვთ და რითაც მსჯავრდებულნი არიან - განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის ანუ ყაჩაღობის დაფარვის მიზნით.

ი. ა-იას საბრალდებო დასკვნით ბრალი ედებოდა ასევე სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტითაც, ვინაიდან იგი ითვლებოდა იმ პირად, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახი მკვლელობა.

განაჩენმა ი. ა-იას მოუხსნა ეს პუნქტი. დაასაბუთა რომ წინა ნასამართლობა მას გაქარწყნებული ჰქონდა და არ ჩაითვლებოდა იმ პირად, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახი მკვლელობა.

პალატა თვლის, რომ განაჩენის ასეთი დასაბუთება უსწოროა, შემდეგ მოსაზრებათა გამო: საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ა-ია 1990 წლის 7 დეკემბერს გასამართლებულ იქნა ბელორუსიის სსკ-ის 101-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი) და მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბელორუსიის უმაღლესი სასამართლოს 1993 წლის 12 იანვრის განჩინებით მისი ბრალდება ბელორუსიის სსკ-ის 101-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 102-ე მუხლზე (საქართველოს სსკ-ის 106-ე მუხლი) და განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობა ჩადენილია იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 106-ე და 107-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობის გარდა).

აქედან გამომდინარე, სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტი ი. ა-იას უნდა მოხსნოდა არა იმიტომ, რომ წინა ნასამართლობა გაქარწყნებული ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ეს პუნქტი უსწოროდ ჰქონდა წარდგენილი, რამეთუ იგი არ ჩაითვლება იმ პირად, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა.

ამდენად, პალატა თვლის, რომ სასჯელები ვ. ს-ძის, ა. ჩ-იანის მიმართ განსაზღვრულია ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათისა და ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, დანაშაულებრივი შედეგის დადგომაში მათი როლის, მოქმედების ხარისხის გათვალისწინებით. დადგენილია საქმის მასალებით, რომ მოზრდილი ქვა ა. ჩ-იანმა ორჯერ, ხოლო ვ. ს-ძემ ერთხელ ჩაარტყა თავში ა. პ-იანს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის აქტით დადგენილია, რომ ა. პ-იანს დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვა, ქალა სარქველის, შუბლის ძვლების ღია მოტეხილობა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ზედა ყბის მოტეხილო-ბა, თავის ტვინის ნივთიერების მთლიანობის დარღვევა, შუბლის წილების მიდამოში სუბდურალური და სუბარქნოიდალური სისხლჩაქცევა, სისხლის კოლტები ქალას ღრუში, სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, ცხვირ-ტუჩის, ყვრიმალების მიდამოში, სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, წინა და გვერდით ზედაპირზე, ხაზოვანი ნაჭდევები წელის მიდამოში.

ა. პ-იანის სიკვდილის მიზეზია ქალა-სარქველისა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობების შედეგად განვითარებული თავის ტვინის ნივთიერებების მთლიანობის დარღვევა, სისხლყაქცევა ქალას ღრუში და თავის ტვინის რბილ ნივთიერებებში.

პალატას მიაჩნია, რომ ი. ა-იას მიმართ სასჯელის განსაზღვრული უვადო თავისუფლების აღკვეთა აშკარად მკაცრია, ის არ შეესაბამება მისი ქმედობის საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათსა და ბრალის ხარისხს.

ამასთან, მის მიერ განზრახი მკვლელობის ჩადენა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით.

საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ა-იას ქმედება არ არის სასიკვდილო შედეგის დადგომის უშუალო მიზეზი, მაგრამ მისი დანაშაულებრივი უმოქმედობა იყო ამ შედეგის დადგომის აუცილებელი პირობა, ამასთან ა-ია მოქმედებდა ჩ-იანთან და ს-ძესთან ერთიანი განზრახვით.

ა-იამ თავისი წინარე მოქმედებით, რაც გამოიხატა ყაჩაღურ თავდასხმაში და ავტომანქანის გატაცებაში, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა დანაშაულის მსხვერპლი, რითაც მან შეიძინა განსაცდელში მყოფი პ-იანის მიმართ სამართლებრივი გარანტის ფუნქცია.

იმ დროს, როდესაც ჩ-იანმა პ-იანს ორჯერ ჩაარტყა თავში ქვა, არავითარი ღონისძიება არ გაატარა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, პირიქით, შესაძლებლობა მისცა ს-ძეს, მესამედაც ჩაერტყა პ-იანისათვის თავში ქვა, რითაც მკვლელობის განზრახვა სისრულეში იქნა მოყვანილი. თავის მხრივ, ა-ია, ცდილობდა მსხვერპლის დახრჩობას ქამრით, რაც სასიკვდილო შედეგის დადგომის აუცილებელი პირობა არ ყოფილა, მაგრამ ადასტურებს მსჯავრდებულის სუბიექტურ ნებას, მის განზრახვას სასიკვდილო შედეგის მიმართ. მან, იმ დროს, როცა ჩ-იანი და ს-ძე პ-იანს სიცოცხლეს უსპობდნენ, გამოიჩინა დანაშაულებრივი უმოქმედობა.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ა-იას უმოქმედობასა და დამდგარ სასიკვდილო შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი სახეზეა. ამასთან, მას ჰქონდა მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

ამ გარემოებათა გამო პალატას მიაჩნია, რომ ი. ა-იას მიმართ მისჯილი სასჯელი (უვადო თავისუფლების აღკვეთა) უნდა შეიცვალოს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთით, რაც იწვევს სასჯელის რეჟიმის შეცვლასაც.

პალატა მიიჩნევს, რომ ა. ჩ-იანისა და ვ. ს-ძის მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის მოხდის რეჟიმის სახე, შემდეგ გარემოებათა გამო:

მათ მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ე. ი. დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 10 დეკემბრის კანონით სსკ-ს დაემატა 252 მუხლი, რომლის თანახმადაც პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (104-ე მუხლი), ანდა განზრახი დანაშაულისათვის წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ვ. ს-ძე და ა. ჩ-იანი პირველად არიან მსჯავრდებულნი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ა. ა-აიას წინათ მოხდილი აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის.

ამდენად, მათ სასჯელი უნდა მოიხადონ მკაცრი რეჟიმის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა მოცემულ საქმეზე არ დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ ა. ჩ-იანს, ი. ა-იას და ვ. ს-ძეს ბრალდებიდან ამოერიცხოთ მითითება მათი სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტით მსჯავრდების შესახებ.

იგივე განაჩენი ი. Fა-იას მიმართ შეიცვალოს სასჯელის განსაზღვრის ნაწილში - მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთით.

თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 252 მუხლის მეორე ნაწილისა (საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი) მსჯავრდებულებმა ა. ჩ-იანმა, ი. ა-იამ და ვ. ს-ძემ სასჯელი მოიხადონ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.

იმის გამო, რომ სასაMმართლOMომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტიურ გარემოებებს, განაჩენი შეიცვალა როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილშიც.