საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.02.2000
საქმის ნომერი
2კ-228საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

¹ 228/საზ

ქ. თბილისი 4 თებერვალი, 2000 წ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ

ჯ. ყიფიანის

თავმჯდომარეობით

პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ნ. გ-ის საჩივარი ვ. ბ- შვილის სისხლის სამართლის საქმეზე, ახლად გამოვლენილ გარემოე-ბათა გამო, სიღნაღის რაიონის სასამართლოს 1994 წლის 11 ივნისის დადგენილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ივლისის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე ლ. კუპატაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სიღნაღის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 ივნისის დადგენილებით ვ. ბ-შვილის სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სს კოდექსის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 129-ე მუხლით, დაბრუნებულ იქნა დამატებით გამოძიებაში.

აღნიშნული დადგენილება პროცესში მონაწილე პროკურორმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში, სიღნაღის რაიონის სასამართლოს მითითებული დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვის მიზნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურორის კერძო სააპელაციო საჩივარი და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა პროკურატურას, თანაც საოლქო სასამართლოს მიერ განსასჯელ ვ. ბ-შვილს შეეცვალა აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ა. ბ-მა უკანონოდ მიიჩნია თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება და, ახლად გამოვლენილ გარე-მოებათა გამო, გაასაჩივრა იგი უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში.

უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 27 ოქ-ტომბრის დადგენილებით საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ა. ბ-ლს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ საზედამხედველო პალატის განხილვის საგანია კანონიერ ძალაში შესული ყველა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოე-ბათა გამო. სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების დადგენილება და განჩინება კი არ წარმოადგენს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნ. გ-ძე ასეთი მოტივით საჩივრის განხილვაზე უარის თქმას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, ვინაიდან თვლის, რომ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინება არის შემაჯამებე-ლი გადაწყვეტილება და მოითხოვს საჩივრის განხილვას და სიღნაღის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 ივლისის დადგენილების და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვისათვის სხვა რაიონის სასამართლოში დაბრუნებას.

საზედამხედველო პალატა თვლის, რომ აღნიშნული საჩივარი არ არის საზედამხედველო პალატის განხილვის საგანი და მის განხილვაზე გენერალური პროკურორის მოადგილეს უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც წინა დადგენილებაშია მითითებული, საქართველოს სსს კოდექსის 593-ე მუხლის პირველი ნაწილით, 594-ე მუხლითა და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე საზედამხედველო პალატა განიხილავს მხარეთა საჩივრებს, სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და

კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, განჩინებაზე და სხვა შემაჯამებელ გააწყვეტილებაზე ახლად გამოვლენილ გარემოე-ბასთან დაკავშირებით. ხოლო საქართველოს სსს კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (ანუ გარემოებანი, რომლებიც მიუთითებენ დაშვებულ სა-სამართლო შეცდომაზე) საზედამხედველო პალატაში საჩივარი განიხილება მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე და არა სხვა რომელიმე სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

აღნიშნულ საკითხზე საზედამხედველო პალატის 1999 წლის 27 ივლისის დადგენილებაში მე-3 გვერდზე დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, სადაც ტექსტს_„სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინება კი არ წარმოადგენს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“ დამატებული უნდა ჰქონოდა შემდეგი წინადადება, „რომელიც გასაჩივრდება საზედამხედველო პალატაში საქართველოს სსსკ 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე“.

ვინაიდან საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნ. გ-ძე საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინების გაუქმებას მოითხოვს საქართველოს სსსკ 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე და სხვა რაიმე ახალ გარემოებას ვერ მიუთითებს, ამის გამო, იგი არ უნდა იქნეს განხილული.

საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 593-ე მუხლის III ნაწილის „გ“ პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნ. გ-ძეს უარი ეთქვას საჩივრის განხილვაზე.

დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.