შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 02.02.2000
საქმის ნომერი
2კ-217საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

¹ 217\\საზ

2 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ

ჯ. ყიფიანის

თავმჯდომარეობით პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ.

ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ა. ბ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ვ. მ-ძის სისხლის სა-მართლის საქმეზე ჩოხატაურის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე ლ. კუპატაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ჩოხატაურის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განაჩენით ვ. მ-ძე ქართველი, საქართველოს მოქა-ლაქე, უპარტიო, ცოლშვილიანი, ადრე სამართალში ნამყოფი, (1982 წლის 19 ოქტომბერს გასამართლებული იქნა მახარაძის რაიონის სასამართლოს მიერ და საქართველოს სს კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თა-ვისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 1985 წლის 2 აგ-ვისტოს), მცხოვრები ქ. ოზურგეთში ... ქუჩაზე, ცნობილია დამნაშავედ საქართვე-ლოს სს კოდექსის 241-ე მუხლის I და II ნაწილებით და ერთობლივად მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები ორი წლით საცხოვრებელ რაიონში მოხდით, ხელფასი-დან 10%-ის დაქვითვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა 2165 ლარის გადახდა დაზარალებულ ლ. დ-ას სასარგებლოდ.

ვ. მ-ძეს განაჩენით მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1995 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 12 საათზე იგი მოძრაობდა რა მასზე იჯა-რით გაფორმებული ოზურგეთის რაიონის კოოპერატივ „ჩუქურთმის" კუთვნილ „ლაზ-699" მარკის 66-80 გრუ სახელმწიფო ნომრის და სერიის მქონე ავტომანქანით ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით, მაშინ, როცა აღნიშნული სამგზავრო ავტობუსი გადატვირთული იყო, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათის ტერიტო-რიაზე, სამტრედია-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კმ-სა და 500 მეტრში, ღრუბლიან ამინდში, ასფალტირებულ უდეფექტო გზაზე, სადაც მხედველობა 53 მეტრი იყო, დაარღვია გზებზე მოძრაობის წესების 1,5 და 10.1 პუნქტების მოთ-ხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და საპირისპიროდ მოძრავ „ზილ-696" მარკის ¹ 039 „დაჰ" სანომრე ნიშნის და სერიის მქონე მძღოლ გ. ც-ძის მართვის ქვეშ სამგზავრო ავტომანქანას ამ უკანასკნელის სავალ ნაწილზე, წინა მარცხენა უკანა ხედვის სარკით შეეჯახა მარცხენა გვერდის შუა ზედა ნახევარში ფანჯრის მინაზე, რის შემდეგ, შეეცადა დაშორებოდა შემხვედრ ავტომანქანას, მაგრამ ხევის პირას მისულმა ვერ გაითვალისწინა მოსახვევი და მისი ავტომანქანის სიგრძე, რის გამოც შემხვედრი ავტომანქანის ჩავლისას უკანა მარჯვენა საბურავით გადავიდა გზიდან, შემდეგ გვერდულიდან ფერდობში და გა-დაბრუნდა, რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულების მხრიდან სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებების მიღება. კერძოდ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღეს: ა. ღ-ტმა, ა. ი-ძემ, გ. მ-ძემ, ე. ც-ძემ და მ. გ-ძემ, ხოლო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს თ. მ-ავამ და თ. ს-ძემ.

წინასწარი გამოძიების მიერ ვ. მ-ძეს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება საქართველოს სს

კოდექსის 241-ე მუხლის IV ნაწილით, ვინაიდან აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 4 მგზავრი: ა. დ-ია, თ. დ-ია, ვ. ბ-ძე და ნ. მ-შვილი, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე და მესამე დღეს ჩოხატაურის რაისაავადმყოფოში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანების შედეგად გარდაიცვალნენ ა. ჩ-ძე და გ. ჯ-ძე.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე საჩივრით მოითხოვდა ჩოხატაურის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად მოუხსნა ვ. მ-ძეს სს კოდექსის 241-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, ამავე დროს სს კოდექსის 241-ე მუხლის I და II ნაწილებით მსჯავრდებისას გამოუტანა მას აშკარად მსუბუქი სასჯელი.

საზედამხედველო პალატამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სახელდობრ: გააუქმა ჩოხატაურის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განაჩენი ვ. მ-

ძის მიმართ, როგორც აშკარად უსამართლო სიმსუბუქის გამო, და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას. რაც შეეხება ვ. მ- ძისათვის სასამართლოს მიერ სს კოდექსის 241-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების მოხსნას, მიაჩნია სწორად იმ მოტივით, რომ არ იყო ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვლილთა გვამებზე და არ დადგინდა სიკვდილის მიზეზი, ამავე დროს აღარ არსებობდა ამ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა.

საზედამხედველო პალატამ საქმის განხილვისას აუცილებლად ჩათვალა კერძო დადგენილების გამოტანა სასამართლო პროცესში მონაწილე პროკურორის, ჩოხატაურის რაიონის პროკურორის ი. დ-ძის და ჩოხატაურის რაიონის სასამართლოს მოსამართლე თ. უ-ას მიმართ, მათ მიერ ამ საქმის განხილვის დროს დაშვებული დარღვევების გამო.

სასამართლო პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. დ-ძემ მოითხოვა, რომ ვ. მ-ძე ცნობილი ყოფილიყო დამნაშავედ საქართველოს სს კოდექსის 241-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის ზომად შეფარდებოდა თავისუფლების აღკვეთა რვა წლის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასამართლოს განაჩენის შემდეგ კი, მან არ გაასაჩივრა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის სიმსუბუქის თვალსაზრისით აშკარად უსამართლო განაჩენი.

საქმის განმხილველმა მოსამართლე თ. უ-ამ ვ. მ-ძის მიმართ საქართ-ველოს სს კოდექსის 241-ე მუხლის I და II ნაწილებით სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა განსასჯელის პიროვნება, მისი წარსული, დამდგარი შედეგი, რომ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო 5 პირმა და მძიმე დაზიანება - 4 პირმა, თუმცა, აქაც დაუშვა შეცდომა და ორი პირის - ა. ჩ-ძის და გ. ჯ-ძის სხეულის მძიმე დაზიანება არ შეურაცხა ბრალად ვ. მ-ძეს.

საქართველოს სს კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის მაქსიმუმი არის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის - 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. სასამართლომ კი ვ. მ-ძეს განუსაზღვრა ერთობლივად ორი წლით გამასწორებელი სამუშაოები იმავე ხსენებულ რაიონში მოხდით, ხელფასიდან 10%-ის დაკავებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ე. ი. სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი და არ იმსჯელა მისთვის ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ, რაც აშკარად უსამართლოა სიმსუბუქის გამო.

ამავე დროს მოსამართლე თ. უ-ამ დაუშვა სხვა დარღვევაც. საქართვე-ლოს სსს

კოდექსის 598-ე მუხლის საფუძველზე მოსამართლე დაუყოვნებლივ გამოითხოვს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზედაც საჩივარი იქნა შეტანილი. ვ. მ-ძის საქმეზე საჩივარი შემოვიდა 21 სექტემბერს, 5 ოქტომბერს მას გაეგზავნა ოფიციალური მიმართვა საქმის გადმოგზავნის შესახებ, შემდეგ 28 ოქტომბერს გაეგზავნა დეპეშა შეტყობინებით, 2 ნოემბერს ესაუბრნენ პირადად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები, მიუხედავად რამდენჯერმე შეხსენებისა, მხოლოდ 1999 წლის 15 დეკემბერს იქნა საქმე წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში, რამაც გამოიწვია საქმის განხილვის გაჭიანურება.

საზედამხედველო პალატა ჩოხატაურის რაიონის მოსამართლე თ. უ-ას და ჩოხატაურის რაიონის პროკურორ ი. დ-ის ყურადღებას მიაქცევს მათ მიერ ჩადენილ დარღვევებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსს კოდექსის 50-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო დადგენილების ასლი ჩოხატაურის რაიონის მოსამართლე თ. უ-ას მიმართ სათანადო რეაგირებისათვის წარედგინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო ჩოხატაურის რაიონის პროკურორ ი. დ-ის მიმართ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომლებმაც გატარებული ზომების შესახებ ერთი თვის ვადაში აცნობონ საზედამხედველო პალატას.

კერძო დადგენილების ასლები ცნობისათვის გადაეგზავნოს ჩოხატაურის რაიონის მოსამართლე თ. უ-ას და ჩოხატაურის რაიონის პროკურორ ი. დ-ეს.

კერძო დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.