შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.07.2004
საქმის ნომერი
2კ-269დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 269-დად 20 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 24 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების ღკვეთა საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. ასვე 3 წლით აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისლხის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 20 დეკემბრის განჩინებით გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 24 დეკემბრის განაჩენი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ახალ კანონმდებლობასთან, კერძოდ, გ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის მეოთხე ნაწილი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამჟამად მოქმედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილთან და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული გ. გ-ლი სასჯელს იხდის 1999წ. 18 ნოემბრიდან.

2004წ. 24 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. გ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ გ. გ-ლს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული გ. გ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 2/3 მოიხადა 2004წ. 18 მარტს; დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.

პროკურორი ო.-აია მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და გ. გ-ის პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული გ. გ-ლი სასჯელს იხდის 1999წ. 18 ნოემბრიდან. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დღეისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 2/3, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ გ. გ-ლი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად; სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა; შენიშვნებზე გაგებით რეაგირებს; სანიმუშო ყოფაქცევისათვის ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ _ გამოცხადებული აქვს მადლობები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, გ. გ-ლი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 მაისის დადგენილება და მსჯავრდებული გ. გ-ლი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

წინასწარი გამოძიების განახლება