დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 30აპ 12 აპრილი 2000 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
წევრები: რ. შველიძე, მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-იას ადვოკატის მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც: ვ. ბ-ია, ქართველი, უმუშევარი, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 241-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით, ბ-იას მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, იგი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომანქანა "ბმვ“-ს, მოძრაობდა რა ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე ორთაჭალის მხრიდან, 31-ე ქარხნის მიმართულებით, დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით, მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ავტომანქანის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ნ. გ-შვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი ჩხეტიანი უთითებს, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული იყვნენ მეზობლები, მათ ოჯახებს შორის ამჟამადაც არის ახ-ლო მეზობლური ურთიერთობა, ბ-ია ეხმარება დაზარალებულებს მატერიალურად, დაზარალებულმა ბ-ურმა საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას მოითხოვა ბ-იას მიმართ სასჯელის შემსუბუქება, გარდა ამისა ადვოკატი უთითებს, რომ ბ-ია დადებითად ხასიათდება და მისი საზოგადოებისაგან იზოლირება აუცილებლობას არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს ბ-იას მიმართ სსკ 46-ე მუხლის გამოყენებას.
პროკურორი ლ. ყ-ი - ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას. მსჯავრდებული - ვ. ბ-ია ითხოვს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
საკასაციო პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა რა პროკურორს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა ბ-იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ამის გათვალისწინებით სწორად განუსაზღვრა მას სასჯელი. მით უფრო სსკ 241-ე მუხლის მესამე ნაწი-ლი ითვალისწინებს სანქციას 3-დან 10 წლამდე. ასვეთ ვითარებაში ბ-იასთვის განსაზღვრული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვევთა - არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მკაცრად და სავსებით შეესაბამება სსკ 37- ე მუხლის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და განაჩენს ტოვებს უცვლელად.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ 561-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 თებერვლის განაჩენი - ვ. ბ-იას მიმართ.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.