შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
5-საზ ქ. თბილისი
21 დეკემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 4 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 4 თებერვლის განაჩენით:
მ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, მ. ქ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო 1992 წლის 12 ივნისიდან.
დ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, დ. რ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო 1992 წლის 12 ივნისიდან.
მ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის მეექვსე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, მ. რ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო 1992 წლის 12 ივნისიდან.
ჟ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად, ჟ. ფ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი.
განაჩენით მ. ქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინახანჯლის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება; ძლიერმოქმედ და შხამიან. არანარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა; სატრანსპორტო საშუალებათა გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიხეილ ქავთარაძის მიმართ დანიშნულ სასჯელს დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 4 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 11 თვე, 25 დღეE და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 5 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 დეკემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განაჩენით მ. ქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა პატიმრობის ადგილიდან გაქცევა.
მსჯავრდებული მ. ქ. საჩივრით ითხოვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 4 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მ. ქ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების დანაშაულებრიობა არის გაუქმებული.
განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა მ. ქ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძვ.რედაქცია) (ძლიერმოქმედ და შხამიან, არანარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაული. მართალია, ზემოაღნიშნული მუხლი ნარკოტიკულ დანაშაულთა წინააღმდეგ სსკ-ის XXXIII თავში არ არის მოთავსებული, მაგრამ ამ ქმედებისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც მოთავსებულია XXXII თავში _ დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ.
საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძვ.რედაქცია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსი თვიდან ხუთ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილი (ძვ.რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე მუხლის მესამე ნაწილთან.
საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენით მ. ქ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ დ. რ-ს, მ. რ-სა და ჟ. ფ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 4 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ჟ. ფ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო დ. რ-სა და მ. რ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით დ. რ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, ხოლო მ. რ-ეს _ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულების _ დ. რ-სა და მ. რ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ქ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 29 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ მ. ქ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.
მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებზე.
მსჯავრდებულების _ დ. რ-სა და მ. რ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.