თავი XXXII — დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ
1. პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1728
- ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 17
მაისის
კანონი №2354
–
ვებგვერდი, 29.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2395
–
ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 13.07.2020 კანონი №6753
- 30.05.2018 კანონი №2395
- 17.05.2018 კანონი №2354
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა 1. პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1728 - ვებგვერდი, 25.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(214)
- საქმე №2კ-17-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-4 ნაწილის,,ა“ და,,დ“ ქვეპუნქტებით (პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობის მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
- საქმე №108საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2009
რ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-17 მუხლისა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 253-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ზ. გ-ის მსჯავრდებას _ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ასევე ა.
- საქმე №29საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2007
…სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 253-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-56კოლ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2007
ა-ეს ამ დროისათვის ბრალი წაყენებული ჰქონდა სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებითა და 253-ე მუხლის II ნაწილით, თუმცა გამოძიებას არავითარი მტკიცებულება, რომ მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, არ გააჩნდა და არც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე წაეყენა მას აღნიშნული ბრალდება.
- საქმე №2კ-360აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2005
სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 და 253-ე მუხლის პირველი ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე ქვეპუნქტებით მისჯილი ჰქონდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №330100119002835606 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.10.2019
- საქმე №330100118002708378 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.09.2019
- საქმე №010141318700067437 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №330100118002698024 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №330100118002543883 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.02.2019
- საქმე №330100118002703232 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №330100118002549423 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №330100118002632293 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330100118002599079 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330100117002049712 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330100118002250444 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.07.2018
- საქმე №240100115722400 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №330100117002057942 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330100117001968494 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2018
- საქმე №010100119002899777 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.03.2020
- საქმე №330100119003341956 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №820100119003247856 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №330100119003149638 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №200100119003339253 · თელავის რაიონული სასამართლო · 18.02.2020
- საქმე №330100120003446590 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №330100120003400358 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №010100119003196363 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №330100119003315492 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №340100119003202634 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 20.01.2020
- საქმე №330100119003258490 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.01.2020
- საქმე №340100119003313887 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 27.12.2019
- საქმე №330100119003301892 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №330100119003298036 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №330100119002998247 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.12.2019
- საქმე №330100119002839590 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.12.2019
- საქმე №340100119003294692 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №010100119003268188 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №330100119003293125 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2019
- საქმე №020100119003283004 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №010100119003089764 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 214-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება