შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 11.05.2007
საქმის ნომერი
29საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

29-საზ ქ. თბილისი

11 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. შ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქალაქ ტყიბულის სასამართლოს 1998 წლის 9-23 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქალაქ ტყიბულის სასამართლოს 1998 წლის 9-23 ივნისის განაჩენით: ი. შ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 253-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. შ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 24 თებერვლიდან;

მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 20 თებერვლიდან;

მ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 18 თებერვლიდან;

გ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 228-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ქ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 19 თებერვლიდან;

კ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ქ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 23 თებერვლიდან;

ქალაქ ტყიბულის სასამართლოს 1998 წლის 9-23 ივნისის განაჩენით:

ი. შ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება; გასაშენებლად აკრძალული, სამხრეთ კრასნოდარის ჯიშის კანაფის დათესვა-მოყვანა; ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო დამზადება გასაღების მიზნის გარეშე;

მ. ბ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა განმეორებით, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა გასაღების მიზნის გარეშე;

მ. მ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა განმეორებით, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, ბინაში შეღწევით; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა, ტარება; ბოროტი ხულიგნობა, ესე იგი განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, თუ იგი ჩადენილია ისე, რომ იხმარეს ან სცადეს, ეხმარათ ცეცხლსასროლი იარაღი;

გ. ქ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, ესე იგი განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, თუ იგი ჩადენილია ისე, რომ იხმარეს ცეცხლსასროლი იარაღი; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება;

კ. ქ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ტარება.

მსჯავრდებული ი. შ-ვი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ი. შ-ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 17,252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 253-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამრთლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან სასჯელის მაქსიმალური ზღვარის 9 წლამდე შემცირების გამო შეცვლილია დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან. მსჯავრდებულ ი. შ-ვს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ი. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 17,252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 253-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ მ. ბ-ეს, მ. მ-ეს, კ. ქ-სა და გ. ქ-ეს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი კ. ქ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ კ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან სასჯელის მაქსიმალური ზღვარის 9 წლამდე შემცირების გამო შეცვლილია დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან. მსჯავრდებულ კ. ქ-ეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ კ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

განაჩენით მ. ბ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედ), ხოლო მ. მ-ეს _ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედ) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და მ. მ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედ)), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, მ. ბ-ძე და მ. მ-ძე წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (ძვ.რედ) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა ან ბანდიტიზმი) და მეხუთე (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში შეღწევით) პუნქტებით (ძვ. რედაქცია), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზისა და ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ მ. ბ-ის მიმართ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მ. მ-ის მიმართ _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სანქციის ფარგლებშია, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტები (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და მ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, 238-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქალაქ ტყიბულის სასამართლოს 1998 წლის 9-23 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ი. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

ი. შ-ვს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 24 თებერვლიდან;

მსჯავრდებულ კ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

კ. ქ-ეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 23 თებერვლიდან;

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ მ. ბ-ის, მ. მ-სა და გ. ქ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.