თავი XXXII — დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ
1. შხამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №2კ-32-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
…კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან და 52-ე მუხლთან ერთობლიობაში 223-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება), 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 249-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების აქტის პირველ, 105-ე და 108-ე პარაგრაფებთან ერთობლიობაში;
- საქმე №2კ-451-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2022
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი გახდა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ქობულაძისა და საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვანო ოქროპირიძის შუამდგომლობა - საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლის საფუძველზე, ბრალდებულ მ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ უარი განაცხადა ბრალდებაზე.
- საქმე №2კ-22-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2018
ცნობილ იქნა დამნაშავედ -ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 27-ე მუხლებთან ერთობლივად 249-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის მცდელობაში დახმარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
- საქმე №2კ-22-I-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.02.2007
მ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს მორალური ზარალის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანაცდენი სარგებლის ანაზღაურება _ 61 200 ლარით ან საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლის თანახმად _ 43 700 ლარის ოდენობით; დაევალოს გაზეთ,,---” რედაქტორს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია თ.
- საქმე №330802218002575554 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.09.2018
ჰ-----ს სამხარეო სასამართლოს განაჩენით ა------ ქ----–- ცნობილ იქნა დამნაშავედ გ-------ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 27-ე მუხლებთან ერთობლივად 249-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის მცდელობაში დახმარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
- საქმე №340100117002184212 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება