1. ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე):
ა) არღვევს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობებს;
ბ) არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს.
11. თუ ამ კანონით განსაზღვრული ძეგლზე ნებართვის მფლობელი, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს, მას სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლზე კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და გონივრულ ვადას მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის.
2. ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა (კანონიერ მოსარგებლეთა) ერთობლიობა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ეძლევა და მისი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ამხანაგობას.
3. ამ მუხლის პირველი ან 11 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში დამრღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება ჯარიმა და დამრღვევის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
4. დამრღვევის დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში მის მიერ წერილობით გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს)/ძეგლზე ნებართვის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმა და სამინისტრო/მუნიციპალიტეტი განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისთვის.
5. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტროს/მუნიციპალიტეტის ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე).
7. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
8. ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე.
9. ამ მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უ
ფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5554 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №2/6/1216 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1020 – ვებგვერდი, 25.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.11.2021 კანონი №1020
- 15.07.2020 კანონი №6908
- 20.12.2011 კანონი №5554
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ან/და ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე): ა) არღვევს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობებს; ბ) არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს. 11. თუ ამ კანონით განსაზღვრული ძეგლზე ნებართვის მფლობელი, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს, მას სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლზე კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და გონივრულ ვადას მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის. 2. ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა (კანონიერ მოსარგებლეთა) ერთობლიობა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ეძლევა და მისი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ამხანაგობას. 3. ამ მუხლის პირველი ან 11 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში დამრღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება ჯარიმა.ჯარიმა და დამრღვევის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 4. დამრღვევის დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში ძეგლისმის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ წერილობით გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს)მოსარგებლეს)/ძეგლზე ნებართვის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა.ოდენობის ჯარიმა და სამინისტრო/მუნიციპალიტეტი განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისთვის. 5. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტროს/მუნიციპალიტეტის ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე). 7. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. 8. ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე. 9. ამ მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უ ფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, №34,№ 04.12.200834, წ.,04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №2/6/1216 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-583(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 30-ე მუხლებზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14, 25-ე მუხლებზე, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ.
- საქმე №ას-25-22-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2015
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მეორე პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ…
- საქმე №330310118002707906 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.05.2019
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------------–--------------------–----–------------------------------------------–--–-------------------------–- მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული უნებართვო სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე მიეცა წერილობითი გაფრთხილება, რომლის საფუძველზეც ვალდებულია ორი თვის ვადაში უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება