1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან.
2. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან:
ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი;
ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი.
3. ზოგადი დამცავი ზონებია:
ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;
ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა;
გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;
დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა.
4.
ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
5. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. საქართველოს მთავრობის განკარგულება ზოგადი დამცავი ზონის დადგენის თაობაზე, ასევე მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის დადგენის ან გაფართოების შესახებ ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
7. ერთი ტერიტორია შეიძლება მოექცეს რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში, რომელთაგან ზოგადი დამცავი ზონა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი.
8. თუ ერთი ტერიტორია რამდენიმე დამცავი ზონ
ის ფარგლებში მოექცევა, დამცავი ზონების რეჟიმებიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედებს ამკრძალავი ნორმა.
9. დამცავი ზონების შემუშავების მეთოდოლოგია, შესაბამისი გრაფიკული და ტექსტური მასალების შედგენის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6908
- 06.09.2013 კანონი №1075
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა და დადგენის წესები 1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. 2. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი. 3. ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა. 4. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 5. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 6. საქართველოს მთავრობის განკარგულება ზოგადი დამცავი ზონის დადგენის თაობაზე, ასევე მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის დადგენის ან გაფართოების შესახებ ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 7. ერთი ტერიტორია შეიძლება მოექცეს რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში, რომელთაგან ზოგადი დამცავი ზონა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. 8. თუ ერთი ტერიტორია რამდენიმე დამცავი ზონ ის ფარგლებში მოექცევა, დამცავი ზონების რეჟიმებიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედებს ამკრძალავი ნორმა. 9. დამცავი ზონების შემუშავების მეთოდოლოგია, შესაბამისი გრაფიკული და ტექსტური მასალების შედგენის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №№528 528 - სსმ I, № 3434, ,04.12.2008წ., 04 . 1 2.200 8 წ., მუხ.2 12მუხ.212
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მითითებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 34-ე და 36-ე მუხლებით დადგენილ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, მართებულად იქნა აღნიშნული, რომ საპროექტო კედლის სააღრიცხვო ბარათში სახელდებით მოხსენიების მიუხედავად, იგი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის საზღვრებში და მასზე მაინც ვრცელდება დამცავი ზონა.
- საქმე №ბს-956(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
…იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან.
- საქმე №ბს-633-633(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2022
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტერიტორიისთვის არქეოლოგიური (დაცვის) ზონის დაწესება დაკავშირებულია ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის არსებობასთან. სადავო აქტის გამოცემის მომენტში მოქმედი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ 22.05.2007წ. კანონის 34.1 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან.
- საქმე №ბს-376(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
კასატორებმა მიუთითეს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №o1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებულ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-13 მუხლზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 34-ე, 36-ე მუხლებზე, 2013 წლის 4 სექტემბრის დროისათვის მოქმედი ქ. თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის…
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ ს----------–--- კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი;
- საქმე №330310017002198578 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330310116001246656 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.07.2018
- საქმე №030310518002779932 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330310115001055582 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება