1. ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.
11. (ამოღებულია - 06.09.2013, №1075).
2. ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით.
3. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის:
ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას;
ბ) ქიმიურ, ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებათა შენახვა;
გ) ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას;
დ) მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი.
4. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება:
ა) ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით;
ბ) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით;
გ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის –1000 მეტრის რადიუსით.
5. თუ ძეგლი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შესაბამისი მანძილი მცირდება ორჯერ.
6. ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.
7. ამ მუხლში მითითებული არეალების განსაზღვრისათვის ძეგლის სიმაღლედ მიიჩნევა მისი უმაღლესი ნიშნული, ხოლო მანძილი ძეგლიდან დამცავი არეალის საზღვრამდე აითვლება ძეგლის გარე კონტურიდან, ძეგლის ცენტრიდან გავლებული რადიუსის მიმართულებით.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.09.2013 კანონი №1075
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის, მისი შემადგენელი არეალებისა და რეჟიმის დადგენა 1. ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. 11. (ამოღებულია - 06.09.2013, №1075). 2. ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. 3. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის: ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას; ბ) ქიმიურ, ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებათა შენახვა; გ) ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას; დ) მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი. 4. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება: ა) ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით; ბ) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით; გ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის –1000 მეტრის რადიუსით. 5. თუ ძეგლი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შესაბამისი მანძილი მცირდება ორჯერ. 6. ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას. 7. ამ მუხლში მითითებული არეალების განსაზღვრისათვის ძეგლის სიმაღლედ მიიჩნევა მისი უმაღლესი ნიშნული, ხოლო მანძილი ძეგლიდან დამცავი არეალის საზღვრამდე აითვლება ძეგლის გარე კონტურიდან, ძეგლის ცენტრიდან გავლებული რადიუსის მიმართულებით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №№528 528 - სსმ I, № 3434, ,04.12.2008წ., 04 . 1 2.200 8 წ., მუხ.2 12მუხ.212
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მითითებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 34-ე და 36-ე მუხლებით დადგენილ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, მართებულად იქნა აღნიშნული, რომ საპროექტო კედლის სააღრიცხვო ბარათში სახელდებით მოხსენიების მიუხედავად, იგი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის საზღვრებში და მასზე მაინც ვრცელდება დამცავი ზონა.
- საქმე №ბს-376(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
კასატორებმა მიუთითეს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №o1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებულ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-13 მუხლზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 34-ე, 36-ე მუხლებზე, 2013 წლის 4 სექტემბრის დროისათვის მოქმედი ქ. თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის და…
- საქმე №ბს-670(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
…თანახმად, განეკუთვნება I კლასის სამშენებლო სამუშაოებს. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო ობიექტი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ვინაიდან მის გვერდით მდებარე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.
- საქმე №ბს-1331(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
…არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველ ზეგავლენისაგან. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.
- საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
დ) მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი ( „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი). კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს…
- საქმე №ბს-1040(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №2კ-169აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.09.2017
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310018002332766 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №010310018002742665 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.12.2019
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №170310018002524688 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330310115001055582 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება