1. არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და არქეოლოგიური ობიექტები.
2. არქეოლოგიური დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში არსებული არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფენების, გამოვლენილი ან დაზვერილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფა.
3. არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას, მათ შორის:
ა) მიწის სამუშაოები, გარდა სასოფლო-სამეურნეო და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული მიწის სამუშაოებისა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრა.
4. თუ დადგინდება, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონაში ზოგიერთი სახის საქმიანობა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, გარკვეული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ან საფეხმავლო მიმოსვლა დაზიანების ან განადგურების საფრთხეს შეუქმნის არქეოლოგიურ ობიექტებს ან კულტურულ ფენებს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ზონის ფარგლებში შეზღუდოს ან აკრძალოს ამგვარი საქმიანობა. ამ შემთხვევაში ზონის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი ნიშანი, რომლებზედაც მიეთითება ზონის ფარგლებში საქმიანობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3001 – ვებგვერდი, 12.01.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2014 კანონი №3001
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.09.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. არქეოლოგიური დაცვის ზონა და რეჟიმის დადგენა 1. არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და არქეოლოგიური ობიექტები. 2. არქეოლოგიური დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში არსებული არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფენების, გამოვლენილი ან დაზვერილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფა. 3. არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას, მათ შორის: ა) მიწის სამუშაოები, გარდა სასოფლო-სამეურნეო და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული მიწის სამუშაოებისა; ბ) ნებისმიერისაქართველოს სახისკანონმდებლობით სამშენებლო,გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სამეურნეო ნარჩენების, ასევეაგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრა. 4. თუ დადგინდება, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონაში ზოგიერთი სახის საქმიანობა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, გარკვეული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ან საფეხმავლო მიმოსვლა დაზიანების ან განადგურების საფრთხეს შეუქმნის არქეოლოგიურ ობიექტებს ან კულტურულ ფენებს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ზონის ფარგლებში შეზღუდოს ან აკრძალოს ამგვარი საქმიანობა. ამ შემთხვევაში ზონის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი ნიშანი, რომლებზედაც მიეთითება ზონის ფარგლებში საქმიანობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-633-633(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2022
…მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. ამავე კანონის 34.3. მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთი ზოგადი დამცავი ზონაა არქეოლოგიური დაცვის ზონა. ამავე კანონის 40.3 მუხლის თანახმად, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას.
- საქმე №ბს-857-851(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2013
თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, კომპანია,,ს...’’ გადაცემული ქონების შესახებ მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. რა ქონება გადაეცა „ს...“ სარგებლობის უფლებით?
- საქმე №010310017002137947 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.12.2019
…ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი.3. ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა. ამავე კანონის მე-40 მუხლის 1-3 პუნქტები შესაბამისად 1. არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და არქეოლოგიური ობიექტები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება