1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.
2. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას.
3. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ.
4. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა შედგება საინფორმაციო, ანალიტიკური და დასკვნითი ნაწილებისაგან.
5. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის საინფორმაციო ნაწილი არის დაფარვითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული კომპლექსური საინფორმაციო ბაზა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) მითითება შესაბამის დამცავ ზონაზე (ზონებზე);
ბ) ტერიტორიის სიტუაციური გეგმა;
გ) ტერიტორიის საზღვრების გეგმა კოორდინატების მითითებით;
დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა;
ე) საარქივო-ბიბლიოგრაფიული მასალა;
ვ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული ინფორმაცია ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების შესახებ, ასევე ძირითადი მონაცემები ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა შენობა-ნაგებობის თაობაზე;
ზ) შემდეგი ინფორმაციის შემცველი თემატური რუკები და სხვა გრაფიკული მასალა:
ზ.ა) ტერიტორიაზე არსებული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები;
ზ.ბ) ფონური განაშენიანება და შეუსაბამო ობიექტები;
ზ.გ) განაშენიანების მორფოლოგია და გეგმარებითი სტრუქტურა;
ზ.დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება;
ზ.ე) შენობა-ნაგებობების სართულიანობა;
ზ.ვ) შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა;
ზ.ზ) შენობა-ნაგებობების ასაკი;
ზ.თ) შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება;
ზ.ი) ტერიტორიაზე არსებული ურბანული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტები;
ზ.კ) მნიშვნელოვანი პანორამებისა და პერსპექტივების აღქმის წერტილები;
ზ.ლ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საზღვრები;
ზ.მ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე მასივები, სკვერები, ბაღები და პარკები;
ზ.ნ) ქუჩათა ქსელის და გზების კლასიფიკაცია;
ზ.ო) ტერიტორიის ძირითადი გრძივი და განივი ჭრილები, მნიშვნელოვან ქუჩათა სქემატური განშლები შენობა-ნაგებობათა ძირითადი ნიშნულების ჩვენებით;
თ) ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების, ურბანული და ბუნებრივი პანორამების ფოტოფიქსაციის მასალები.
6. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ანალიტიკური ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ზოგადი დახასიათება:
ა.ა) ტერიტორიის მნიშვნელობის განსაზღვრა ზოგად კონტექსტში;
ა.ბ) ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტების მნიშვნელობის შეფასება-ანალიზი;
ბ) ისტორიულ-კულტურული ანალიზი:
ბ.ა) ქუჩათა ქსელისა და განაშენიანების ქრონოლოგიური განვითარების ანალიზი;
ბ.ბ) განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპების, მათი ძირითადი მახასიათებლების ანალიზი;
ბ.გ) ტრადიციული სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ანალიზი;
ბ.დ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციების შეფასება-ანალიზი;
გ) განაშენიანების ფიზიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება-ანალიზი, შენობა-ნაგებობათა ისტორიულ-კულტურული ღირებულების შეფასება-ანალიზი და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ჰომოგენური უბნების საზღვრების იდენტიფიკაცია;
დ) კონსერვაციისა და განვითარების არეალების დადგენა.
7. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დასკვნითი ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) დამცავი ზონების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ძირითადი დებულებები და განვითარების პრინციპები;
ბ) ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის გრაფიკული ნაწილი (სინთეზური რუკა);
გ) დამცავი ზონების ფარგლებში არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების ნუსხა;
დ) რეკომენდაციები დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებებისათვის, მათ შორის, რეკომენდაციები სარეაბილიტაციო ობიექტებისა (ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) და მათი რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის შესახებ.
8. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული ნაწილებისა, უნდა შედგებოდეს აგრეთვე შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, კერძოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) ჩარევის შესახებ;
ბ) მოთხოვნები ტერიტორიების განვითარებისა და ახალი მშენებლობების შესახებ:
ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით);
ბ.ბ) ახალი მშენებლობების დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია);
ბ.გ) მოთხოვნები საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის შესახებ.
9. თუ დამცავი ზონა, რომლისთვისაც მუშავდება განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, არაერთგვაროვან უბნებს ან არეალებს მოიცავს, განაშენიანების გეგმის რეგლამენტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, შესაბამისი უბნისათვის, მიკროუბნისათვის ან არეალისათვის.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3217
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. ისტორიული განაშენიანების დაცვისადაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონებშიზონაში განაშენიანების დაგეგმვა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, განაშენიანების რეგულირებისგეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა 1. ისტორიული განაშენიანების დაცვისადაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონებშიზონაში განაშენიანების რეგულირებისგეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. 2. ისტორიული განაშენიანების დაცვისადაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონებშიზონაში განაშენიანების რეგულირებისგეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებულგათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას. 3. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ. 4. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა შედგება საინფორმაციო, ანალიტიკური და დასკვნითი ნაწილებისაგან. 5. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის საინფორმაციო ნაწილი არის დაფარვითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული კომპლექსური საინფორმაციო ბაზა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მითითება შესაბამის დამცავ ზონაზე (ზონებზე); ბ) ტერიტორიის სიტუაციური გეგმა; გ) ტერიტორიის საზღვრების გეგმა კოორდინატების მითითებით; დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა; ე) საარქივო-ბიბლიოგრაფიული მასალა; ვ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული ინფორმაცია ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების შესახებ, ასევე ძირითადი მონაცემები ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა შენობა-ნაგებობის თაობაზე; ზ) შემდეგი ინფორმაციის შემცველი თემატური რუკები და სხვა გრაფიკული მასალა: ზ.ა) ტერიტორიაზე არსებული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები; ზ.ბ) ფონური განაშენიანება და შეუსაბამო ობიექტები; ზ.გ) განაშენიანების მორფოლოგია და გეგმარებითი სტრუქტურა; ზ.დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება; ზ.ე) შენობა-ნაგებობების სართულიანობა; ზ.ვ) შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა; ზ.ზ) შენობა-ნაგებობების ასაკი; ზ.თ) შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება; ზ.ი) ტერიტორიაზე არსებული ურბანული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტები; ზ.კ) მნიშვნელოვანი პანორამებისა და პერსპექტივების აღქმის წერტილები; ზ.ლ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საზღვრები; ზ.მ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე მასივები, სკვერები, ბაღები და პარკები; ზ.ნ) ქუჩათა ქსელის და გზების კლასიფიკაცია; ზ.ო) ტერიტორიის ძირითადი გრძივი და განივი ჭრილები, მნიშვნელოვან ქუჩათა სქემატური განშლები შენობა-ნაგებობათა ძირითადი ნიშნულების ჩვენებით; თ) ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების, ურბანული და ბუნებრივი პანორამების ფოტოფიქსაციის მასალები. 6. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ანალიტიკური ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ზოგადი დახასიათება: ა.ა) ტერიტორიის მნიშვნელობის განსაზღვრა ზოგად კონტექსტში; ა.ბ) ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტების მნიშვნელობის შეფასება-ანალიზი; ბ) ისტორიულ-კულტურული ანალიზი: ბ.ა) ქუჩათა ქსელისა და განაშენიანების ქრონოლოგიური განვითარების ანალიზი; ბ.ბ) განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპების, მათი ძირითადი მახასიათებლების ანალიზი; ბ.გ) ტრადიციული სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ანალიზი; ბ.დ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციების შეფასება-ანალიზი; გ) განაშენიანების ფიზიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება-ანალიზი, შენობა-ნაგებობათა ისტორიულ-კულტურული ღირებულების შეფასება-ანალიზი და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ჰომოგენური უბნების საზღვრების იდენტიფიკაცია; დ) კონსერვაციისა და განვითარების არეალების დადგენა. 7. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დასკვნითი ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) დამცავი ზონების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ძირითადი დებულებები და განვითარების პრინციპები; ბ) ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის გრაფიკული ნაწილი (სინთეზური რუკა); გ) დამცავი ზონების ფარგლებში არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების ნუსხა; დ) რეკომენდაციები დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებებისათვის, მათ შორის, რეკომენდაციები სარეაბილიტაციო ობიექტებისა (ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) და მათი რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის შესახებ. 8. ისტორიული განაშენიანების დაცვისადაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონებშიზონაში განაშენიანების რეგულირებისგეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, გარდა „სივრცითისაქართველოს მოწყობისასივრცის დადაგეგმარების, ქალაქთმშენებლობისარქიტექტურული საფუძვლებისდა შესახებ“სამშენებლო საქართველოსსაქმიანობის კანონითკოდექსით გათვალისწინებულისა,გათვალისწინებული დამატებითნაწილებისა, უნდა შედგებოდეს აგრეთვე შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, კერძოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) ჩარევის თაობაზე;შესახებ; ბ) მოთხოვნები ტერიტორიების განვითარებისა და ახალი მშენებლობების შესახებ: ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით); ბ.ბ) ახალი მშენებლობების დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია); ბ.გ) მოთხოვნები საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის თაობაზე.შესახებ. 9. თუ დამცავი ზონა, რომლისთვისაც მუშავდება განაშენიანების რეგულირებისგეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, მოიცავს არაერთგვაროვან უბნებს ან არეალებს,არეალებს მოიცავს, განაშენიანების რეგულირების გეგმის რეგლამენტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, შესაბამისი უბნისათვის, მიკროუბნისათვის ან არეალისათვის.