თავი IX — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები
1. ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.
2. თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას.
4. ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს.
5. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა, გარდა ძეგლზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისა და ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, რომლებიც გულისხმობს არქეოლოგიურ ობიექტზე ფიზიკურ ზემოქმედებას.
6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.
7. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა.
8. თუ ძეგლზე სამუშაოები ან არქ
ეოლოგიური სამუშაოები სახელმწიფო ორგანომ უნდა ჩაატაროს, ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურა, მაგრამ სანებართვო მოწმობა არ გაიცემა.
9. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. ძეგლზე სამუშაოებსა და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული სერტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
10. ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები. სანებართვო მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
12. ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3217
- 06.09.2013 კანონი №1075
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი 1. ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. 2. თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას. 4. ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს. 5. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა, გარდა ძეგლზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისა და ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, რომლებიც გულისხმობს არქეოლოგიურ ობიექტზე ფიზიკურ ზემოქმედებას. 6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. 7. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. 8. თუ ძეგლზე სამუშაოები ან არქ ეოლოგიური სამუშაოები სახელმწიფო ორგანომ უნდა ჩაატაროს, ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურა, მაგრამ სანებართვო მოწმობა არ გაიცემა. 9. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. ძეგლზე სამუშაოებსა და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული სერტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 10. ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. 11. ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები. სანებართვო მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 12. ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №№528 528 - სსმ I, № 3434, ,04.12.2008წ., 04 .1 2.200 8 წ., მუხ.2 12მუხ.212
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(31)
- საქმე №ბს-289(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, 25-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 47-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“…
- საქმე №ბს-79(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე, ხოლო ამავე კანონის 47-ე მუხლიდან გამომდინარე, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.
- საქმე №ბს-583(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 30-ე მუხლებზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14, 25-ე მუხლებზე, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ.
- საქმე №ას-795-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია აპელანტთა მტკიცება აღმოჩენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ, ერთი მხრივ, აპელანტთა განმარტებით, მათ შპს სწორედ განძის მოპოვებისა და ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის საქმიანობის უფლებით დაარეგისტრირეს, ხოლო, მეორე მხრივ, მათ გათხრები აწარმოეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით, რაც არქეოლოგიური სამუშაოებისთვის ნებართვის არსებობას გულისხმობს, რომელიც აპელანტებს არ ჰქონდათ.
- საქმე №ბს-211(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
…კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით, შეიძლება ჩატარდეს რეკონსტრუქცია. ხსენებული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.
- საქმე №ბს-1175(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-1151(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-129(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2022
- საქმე №ბს-1093(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ბს-1331(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ბს-76(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №ბს-467(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2021
- საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ბს-1234(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
- საქმე №ბს-871-867(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №ბს-203-201(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №ბს-112-111(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №330310018002588294 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2019
- საქმე №330310018002291850 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330310017002185600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310016001607705 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310016001294328 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №330310016001463035 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310017002197121 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2020
- საქმე №330310018002588294 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330310016001446192 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330310017002022394 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
- საქმე №330310016001481405 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.08.2018
- საქმე №010310114561463 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება