თავი IX — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები
1. ძეგლზე სამუშაოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სათანადო სავალდებულო პროფესიული კვალიფიკაციის არმქონე პირის მიერ ჩატარება არის ბრალეული პირის დაჯარიმების, ასევე ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გაუქმების საფუძველი.
2. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვების გაუქმების სხვა საფუძვლები და წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-1175(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
მითითებული ბრძანების მიხედვით, გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14, 45-ე მუხლებს, ასევე,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 52-ე და 54-ე მუხლებს. ბრძანებით განიმარტა, რომ როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ნებისმიერ, მცირე მნიშვნელობის გადაცდომასაც კი, კანონმდებლობა არ მიიჩნევს დასაშვებად.
- საქმე №ბს-871-867(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამასთან, 47-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილია, რომ ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, განსახილველ შემთხვევაში, ა.
- საქმე №330310017002185600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
- საქმე №330310016001607705 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2019
…მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა.,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 47.6 მუხლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და…
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
…მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები.
- საქმე №330310016001294328 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №010310114561463 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება