თავი IX — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები
1. თუ ამ კანონით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოებისას წარმოიშობა შესაბამისი სანებართვო პირობების (საპროექტო დოკუმენტაცია, სამუშაოთა ჩატარებისა და ანგარიშების წარდგენის ვადები, სამუშაოთა მოცულობა ან/და სხვა რამ, რაც არ ქმნის ახალი ნებართვის გაცემის საფუძველს) ცვლილების აუცილებლობა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების ცვლილების მოთხოვნით, განცხადებით მიმართოს სამინისტროს.
2. განცხადებას სანებართვო პირობების ცვლილების შესახებ უნდა დაერთოს ცვლილების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია.
3. სანებართვო პირობების ცვლილების საფუძველია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ სანებართვო პირობების ცვლილება ითვალისწინებს სანებართვო მოწმობაში შეტანილი მონაცემების ცვლილებას, გაიცემა ახალი სანებართვო მოწმობა, ხოლო ძველი ძალადაკარგულად ცხადდება. ამ შემთხვევაში ახალ სანებართვო მოწმობაზე მოსაკრებელი არ გადაიხდევინებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1175(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
…ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამუშაოების მიღების თაობაზე. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. მითითებული კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოებისას…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება