თავი IX — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები
1. განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
2. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი, სათანადო წესით დამოწმებული, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცემა ნებართვის მფლობელს.
3. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა დაერთოს:
ა) შესაბამისი სამუშაოების ამ კანონით განსაზღვრული სრული საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო რუკა, ხოლო თუ ნებართვის მაძიებელი არ არის შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის მესაკუთრე, – ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაა −
უძრავი ობიექტის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც განაცხადებს განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს მუზეუმის, ინსტიტუტის ან
სხვა შესაბამისი დაწესებულების თანხმობის წერილი სამუშაოთა ჩატარების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის განთავსებისა და მისი შენახვის პირობების უზრუნველყოფის შესახებ.
5. თუ ძეგლზე სხვა სამუშაოებთან ერთად ან დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები, განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს ამ კანონით განსაზღვრული არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6908
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 1. განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი. 2. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი, სათანადო წესით დამოწმებული, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცემა ნებართვის მფლობელს. 3. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა დაერთოს: ა) შესაბამისი სამუშაოების ამ კანონით განსაზღვრული სრული საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო რუკა, ხოლო თუ ნებართვის მაძიებელი არ არის შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის მესაკუთრე, – ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფოსახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაა –− უძრავი ობიექტის სახელმწიფოსახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფოსახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც განცხადებითგანაცხადებს განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს მუზეუმის, ინსტიტუტის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების თანხმობის წერილი სამუშაოთა ჩატარების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის განთავსებისა და მისი შენახვის პირობების უზრუნველყოფის შესახებ. 5. თუ ძეგლზე სხვა სამუშაოებთან ერთად ან დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები, განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს ამ კანონით განსაზღვრული არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-887(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის დაინტერესებაში მყოფი სახეობისა და მოცულობის სამუშაოების ზუსტად მითითების ვალდებულებას.
- საქმე №ბს-1040(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უგულებელყოფილ იქნა ზაკ-ის 96-ე, 53-ე, 601 მუხლების, ასევე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე, 48-ე მუხლების მოთხოვნები, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. კასატორი მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე,…
- საქმე №ბს-1234(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
…დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
- საქმე №ბს-203-201(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
…დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. ამავე კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
- საქმე №ბს-112-111(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
…დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. ამავე კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი.
- საქმე №ბს-857-851(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2013
- საქმე №ბს-1253-1239(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2012
- საქმე №330310118002299813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310016001446192 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №330310118002299813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №010310114561463 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება