1. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის სხვაგვარად შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე
. (
ძალადაკარგულია
378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/10/703 – ვებგვერდი, 19.10.2017წ.
5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №845 – სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.39
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი № 5196 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.283
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3529 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/10/703 – ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3125
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3125
- 01.05.2015 კანონი №3529
- 11.11.2011 კანონი №5255
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 378. პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია 1. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის სხვაგვარად შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 4. იგივე ქმედება: ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე . ( ძალადაკარგულია 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/10/703 – ვებგვერდი, 19.10.2017წ. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №845 – სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.39 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი № 5196 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.283 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/10/703 – ვებგვერდი, 19.10.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(199)
- საქმე №2კ-884აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2026
ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-778აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2026
ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ…
- საქმე №2კ-535აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2025
გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
- საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
ქ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელი განესაზღვრა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგლებში, კერძოდ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 28.12.2012წ.
- საქმე №2კ-73აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
- საქმე №2კ-141აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №2კ-206-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-927აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №2კ-261აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №2კ-1191აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №26აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2024
- საქმე №2კ-963აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2023
- საქმე №16აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2023
- საქმე №2კ-284აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2023
- საქმე №2კ-183აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2023
- საქმე №2კ-22აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №33აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
- საქმე №2კ-987აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №2კ-837აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №2კ-54-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №2კ-930აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №2კ-689აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №13აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №6აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №59აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2021
- საქმე №69აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2021
- საქმე №2კ-993აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2020
- საქმე №2კ-328აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2019
- საქმე №2კ-314აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №2კ-734აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №2კ-549აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2019
- საქმე №81აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.01.2019
- საქმე №2კ-36-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2018
- საქმე №2კ-488აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2018
- საქმე №2კ-533აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.02.2018
- საქმე №2კ-672აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2017
- საქმე №2კ-621აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2017
- საქმე №165აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2017
- საქმე №2კ-499აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2017
- საქმე №143აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2016
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 199-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება