განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14271-13 23 აპრილი, 2013 წელი
ა-ე თ., 14271-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ თ. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ის საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 8 დეკემბრის განაჩენით თ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილებით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 133-ე მუხლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელმა გადაფარა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 1 მაისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის განაჩენით თ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით თ. ა-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 3 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განაჩენით შეიცვალა: თ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 თვით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 1 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით თ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 3 წლით, მე–2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით თ. ა-ეს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 3 დეკემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 3 დეკემბრიდან.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ა-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ა-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს დანიშნული და არა - მოუხდელი სასჯელები, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ა-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქციის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილებით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 133-ე მუხლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, თ. ა-ეს ამ განაჩენით უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელი, ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, თ. ა-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე–2 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სასჯელთა შთანთქმის წესით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის 2005 წლის 3 დეკემბრისთვის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წელი და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე