რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 201. ყალბი რეკლამა რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-16-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
…მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 120-B და 149-ე მუხლებთან ერთობლიობაში 148-ე მუხლით (შეიარაღებული ბუნტი), 201-ე მუხლით (მტკიცებულების განადგურება), 307-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა), 450-ე მუხლით (საცხოვრებელში შეჭრა დანაშაულის ჩადენის მიზნით), 506-ე მუხლით (დაშინება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
- საქმე №ბს-435-416(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2006
…კანონის 4.1 და 4.3 მუხლებით გათვალისწინებულმა პირებმა მიიღეს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 199-ე, მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე,
- საქმე №330100119003296174 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.02.2020
…ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა დანაშაულის საგანი - 27 065.44 ლარის საბაჟო ღირებულების 7 მობილური ტელეფონი - Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB. საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ბრალდებული (თარჯიმნის მონაწილეობით) გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების თაობაზე და განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება მტკიცებულებების უშუალო და ზეპირად გამოკვლევის გარეშე.
- საქმე №330100118002662810 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2019
…სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა დანაშაულის საგანი - 20 487, 45 ლარის საბაჟო ღირებულების 6 ცალი,,APPLE IPHONE 8” მოდელისა და 6 ცალი,,APPLE IPHONE 8+” მოდელის მობილური ტელეფონი. საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ბრალდებული /თარჯიმნის მონაწილეობით/ გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების თაობაზე და განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება მტკიცებულებების უშუალო და ზეპირად გამოკვლევის გარეშე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება