1. ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება მისი გადაცემის, გახმაურების ან გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის უკანონოდ გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით;
ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 202. ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება 1. ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება მისი გადაცემის, გახმაურების ან გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის უკანონოდ გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით; ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1401-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2020
N1-03/38 ბრძანების, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება: - კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, მისი უკანონოდ გახმაურების ან უკანონოდ გამოყენების მიზნით.
- საქმე №ბს-33-32(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2017
…გამჟღავნების აკრძალვის, ასეთი ინფორმაციის გავრცელებისა და გამოყენებისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების, კონკრეტული პირების მიმართ სანქციების გამოყენების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ( სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვების, გახმაურების ან გამოყენებისათვის) საფუძველი.
- საქმე №2კ-89კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2004
ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
- საქმე №330310114535605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
…გამჟღავნების აკრძალვის, ასეთი ინფორმაციის გავრცელებისა და გამოყენებისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების, კონკრეტული პირების მიმართ სანქციების გამოყენების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ( სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვების, გახმაურების ან გამოყენებისათვის) საფუძველი.
- საქმე №080210017001824415 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2018
სააქციო საზოგადოება,,თ----- ბ----ს’’ დირექტორის, ვ------- ბუ–-------ის 2008 წლის 5 ივნისის N1-03/38 ბრძანებით,,,კომერციული ბ---ების საქმიანობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება: 1.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება