შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.07.2004
საქმის ნომერი
2კ-250დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 250-დად 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993წ. 5 ივლისის განაჩენით ს. გ-ლს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სხვა დანაშაულთა ჩადენისათვის მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქ. რუსთავის სასამართლოს 1994წ. 8 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს. გ-ი სასჯელს იხდის 1994წ. 29 მარტიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2007წ. 29 მარტს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილებით არ დააკმაყოფილა ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება და ს. გ-ლი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე არ გაათავისუფლა, რაც უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 20 ნოემბრის განჩინებით.

2004წ. 1 ივნისს რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა განმეორებით მიმართა წარდგინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს ს. გ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

ს. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ყ-ია მხარს უჭერს მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პროკურორი ო. რ-ია მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მსჯავრდებულ ს. გ-ის პირად საქმეს, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ს. გ-ლი სასჯელს იხდის 1994წ. 29 მარტიდან. სასჯელაღსრულების ¹2 დაწესებულების ადმინისტრაცია ს. გ-ლს ახასიათებს დადებითად და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა შეიგნო ჩადენილი დანაშაული, დგას გამოსწორების გზაზე, არ არღვევს დაწესებულების შინაგანაწესს, დავალებებს ასრულებს კეთილსინდისიერად, სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ორჯერ, დასჯილი არ ყოფილა.

საკასაციო პალატა, მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ს. გ-ლს შეფარდებული სასჯელიდან _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთიდან _ მოხდილი აქვს 10 წელზე მეტი, მიზანშეწონილად თვლის დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის დადგენილება გაუქმდეს და მსჯავრდებული ს. გ-ლი დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.