დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
7საზ ქ. თბილისი
4 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ც-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
თ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,2091-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2071-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, თ. ც-ს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 წელი და საბოლოოდ თ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 28 ოქტომბრიდან;
ვ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,2091-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2071-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ვ. კ-ს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 წელი და საბოლოოდ ვ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 28 ოქტომბრიდან;
ნ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 9 წელი და საბოლოოდ ნ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 12 თებერვლიდან;
მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 წელი და საბოლოოდ მ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 12 თებერვლიდან;
დ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის 17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 წელი და საბოლოოდ დ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 12 თებერვლიდან.
განაჩენით ვ. კ-ს, თ. ც-ს, დ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. შ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ვ. კ-მ და თ. ც-მ ჩაიდინეს გაქცევა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით; მათვე ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა და წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ვ. კ-მ ჩაიდინა ასევე ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება და დამზადება; გარდა ამისა, ნ. შ-მა, მ. ა-მა და დ. ა-მ ჩაიდინეს წინასწარი საპატიმრო ადგილიდან გაქცევის მცდელობა წინასწარ შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად.
მსჯავრდებული თ. ც-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნის თაობაზე _ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი მუხლების შესაბამისობაში მოყვანაზე, რადგან მსჯავრდებულ თ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი მსჯავრდებულ თ. ც-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ ვ. კ-ს, ნ. შ-ს, მ. ა-სა და დ. ა-ს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა და მიიჩნია, რომ განაჩენი მათ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ თ. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.