შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
75-საზ ქ. თბილისი
6 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 3 აპრილის განაჩენით:
გ. თ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის ეს ზომა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის ,,ამნისტიის შესახებ” დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა), 133-ე მუხლით _ 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის ეს ზომა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის ,,ამნისტიის შესახებ” დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა), 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქცია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,157-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის ეს ზომა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის ,,ამნისტიის შესახებ” დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა), 17,2091-ე მუხლით (ძვ.რედაქცია) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,240-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 203-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის ეს ზომა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის ,,ამნისტიის შესახებ” დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა). საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე გ. თ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
როლანდ კაკავა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; რ. კ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 27 ივლისიდან;
კ. ჯ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 229-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; კ. ჯ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 25 ნოემბრიდან;
ზ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ბ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 30 იანვრიდან.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. თ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,თ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,2091-ე მუხლით (ძვ.რედაქცია) შეეფარდა _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებიდან, 243-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილზე და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოსახდელი ნაწილი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სხვა ნაწილში განაჩენი გ. თოშხუას მიმართ დარჩა უცვლელად;
რ. კ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებიდან, 243-ე მუხლის მესამე ნაწილიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილზე და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა უფრო მსუბუქი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი რ. კ-ას მიმართ დარჩა უცვლელად;
კ. ჯ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებიდან, 243-ე მუხლის მესამე ნაწილიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილზე და შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა უფრო მსუბუქი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი კ. ჯ-ას მიმართ დარჩა უცვლელად;
ზ. ბ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებიდან, 243-ე მუხლის მესამე ნაწილიდან (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებზე და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა უფრო მსუბუქი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი ზ. ბ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
განჩინებით გ. თ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, ჩადენილი განმეორებით; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა, შეძენა, მართლსაწინააღმდეგო ტარება, ხანჯლის, ფინური დანის ან სხვაგვარი ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, დამზადება; გაქცევა, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; გამოძალვა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ან ქონებაზე უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მიცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; გამოძალვის მცდელობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ან ქონებაზე უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მიცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი განმეორებით; მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებითა და სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების მცდელობა, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის გზით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით; პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში, სადგომსა და საცავში უკანონო შეღწევით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ. თ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით მას მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან 9 წელი, 1 თვე და 21 დღე და საბოლოოდ გ. თ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 11 სექტემბრიდან.
განაჩენით გ. თ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ამ დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია და სხვაგვარად ხელის შეშლა; თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევა ჯგუფურად.
მსჯავრდებული გ. თ-უა საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის განჩინებით გენადი თოშხუას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით, 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, 17,154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, 17,157-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე ნაწილებით, 17,240-ე მუხლის მესამე ნაწილით, 17,243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 203-ე მუხლის მეორე ნაწილით, 17,2091-ე მუხლით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ გ. თ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების დანაშაულებრიობა არის გაუქმებული.
საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (ძვ.რედაქცია) (ყაჩაღობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსჯავრდებულ გ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი, მეოთხე პუნქტებითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 17,157-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ დაზიანებისათვის ცეცხლის წაკიდებითა და საყოველთაოდ საშიში საშუალებით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან რვა წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,187-ე მუხლის მეორე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 17,157-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,187-ე მუხლის მეორე ნაწილთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და ,,გ” (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” (ყაჩაღობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) და ,,ბ” (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ქვეპუნქტები ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, 17,154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 17,240-ე მუხლის მესამე ნაწილით, 17,243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 203-ე მუხლის მეორე ნაწილით, 17,2091-ე მუხლით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის განჩინებით დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. თ-ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ რ. კ-ას, კ. ჯ-სა და ზ. ბ-ას მიმართაც და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განჩინებით რ. კ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ რ. კ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
რაც შეეხება განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ რ. კ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განჩინებით კ. ჯ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ კ. ჯ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
რაც შეეხება განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ კ. ჯ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განჩინებით ზ. ბ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ ზ. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
რაც შეეხება განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (ძვ.რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ. თ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. თ-ას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 10 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ გ. -ლს, ზ. დ-ნს, მ. ც-ეს, ტ. დ-ეს, ზ. დ-ლს, ვ. ბ-ეს, გ. ჩ-ეს, ბ. კ-ეს, ზ. გ-ეს, დ. კ-ეს, დ. ჭ-ეს, შ. ქ-ეს, ვ. მ-რს, დ. წ-ეს, ა. კ-ლს, რ. წ-ას, . ს-ეს, კ. ლ-ნს, ჯ. ჭ-ნს, ვ. ჭ-ას, გ. ჯ-ლს, ა. მ-ეს, ე. ს-ლს, ჯ. თ-ეს, პ. კ-ლს, ი. რ-ლს, გ. ო-ეს, ე. ძ-ას, ტ. გ-ას, გ. მ-ეს, ა. ნ-ლს, ი. ქ-ეს, მ. ჭ-ას, ზ. ზ-ეს, მ. ძ-რს, კ. ჭ-ლს, ნ. ა-ლს, მ. ა-ვს, კ. პ-ლს, ა. დ-სა და გ. გ-ლს, საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. თ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 სექტემბრის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. თ-ას მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.
მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე; მსჯავრდებულ გ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი, მეოთხე პუნქტებითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე;
მსჯავრდებულ გ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და მას მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. თ-ას მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულების _ რ. კ-ას, კ. ჯ-სა და ზ. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;
განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ რ. კ-ას, კ. ჯ-სა და ზ. ბ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. თ-სათვის მისჯილ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან 9 წელი, 1 თვე და 21 დღე და საბოლოოდ გ. თ-ას მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. თ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 11 სექტემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.