კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 308-დად 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება 9 თვით მსჯავრდებულის საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. რუსთავის სასამართლოს 1996წ. 6 თებერვლის განაჩენით ლ. ტ-ს 1960წ. სსკ-ს 203-ე მუხლის მეორე ნაწილით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შეეფარდა 14 წლით, 1 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2003წ. 23 მაისს მკაცრი რეჟიმის ¹6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ტ-ს გადაყვანა 1 წლით ¹1 საპყრობილეში.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის დადგენილებით სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული 9 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ხ.ითხოვს ზემომითითებული დადგენილების გაუქმებასა და მსჯავრდებულ ლ. ტ-ს გადაყვანას მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა სასამართლოს დადგენილების კანონიერება, საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის დადგენილება ლ. ტ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული საპყრობილეში სასჯელს იხდის 2003წ. 3 ივნისიდან (ამჟამად მოხდილი აქვს 6 თვეზე მეტი), იქ ყოფნის დროს რეჟიმის დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა და საპყრობილის ადმინისტრაცია მას დადებითად ახასიათებს, თვლის, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის დადგენილება უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ლ. ტ. სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად გადაყვანილ იქნეს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე და 612-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ლ. ტ. სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად დაბრუნებულ იქნეს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.