საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 277-დად 22 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ფ. Fფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994წ. 17 მაისის განაჩენით ფ. Fფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I, IV, V ქვეპუნქტებით; 238-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით; 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ფ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1993წ. 30 ივლისს.
2005წ. 17 მაისს ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ფ. Fფ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ ფ. Fფ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული ფ. ფ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 მაისის დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
პროკურორი ი. დ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 მაისის დადგენილების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ფ. ფ-ს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდის 1993წ. 30 ივლისიდან.
მართალია, მსჯავრდებულ ფ.ფ-ს დანიშნული სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
ფ.ფ. მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია 16-ჯერ. მოსახდელი დარჩა კიდევ 3 წელი, 1 თვე და 8 დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ფ. Fფ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 მაისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ფ. ფ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.