შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
227-საზ ქ. თბილისი
24დეკემბერი,2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 29 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 29 ივლისის განაჩენით:
გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტით _ სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.
დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ბ. სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 2 დეკემბრიდან.
მ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 2 დეკემბრიდან.
ტ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ტ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 25 დეკემბრიდან.
ნ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 14 იანვრიდან.
ს. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 26 იანვრიდან.
ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 252-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. გ.ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 6 თებერვლიდან.
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 6 თებერვლიდან.
ა. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 6 თებერვლიდან.
პ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 თებერვლიდან.
კ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 თებერვლიდან.
ო. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 11 თებერვლიდან.
ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 26 მარტიდან.
გ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 13 სექტემბრიდან.
ზ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 25 აგვისტოდან.
ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 13 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით გ. მ-ს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
განაჩენით გ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა-შენახვა; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, განმეორებით, ბინაში შეღწევით; განზრახ მკვლელობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა.
მსჯავრდებული გ. მ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით გ. მ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 150-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ გ. მ-ს, დ. ბ-ს, ტ. მ-ს, ნ. თ-ს, ა. გ-ს, გ. გ-ს, ა. ს-ს, პ. მ-ს, ო. ბ-ს, ა. ა-სა და ზ. ბ-ს მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია)), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულები წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, ბინაში შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსჯავრდებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. მ-ს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განზრახ მკვლელობისათვის, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა, რაშიც ბრალი დაედო გ. მ-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად, გ. მ-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, გ. მ-ს მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში გ. მ-ს ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 29 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ დ. ბ-ს, ტ. მ-ს, ნ. თ-ს, ა. გ-ს, გ. გ-ს, ა. ს-ს, პ. მ-ს, ო. ბ-ს, ა. ა-სა და ზ. ბ ს მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით დ. ბ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ბინაში შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ათ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 150-ე მუხლის მესამე ნაწილით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია)) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, ბინაში შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსჯავრდებულ დ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განაჩენით ტ. მ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია)) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ტ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსჯავრდებულ ტ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ტ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განაჩენით ს. ლ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით(ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობას, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულ ს. ლ-ს დანარჩენ მსჯავრდებულებთან წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ს. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ს. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ.რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განაჩენით არტურ გრიგორიანს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 252-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ათ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. გ-ს ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია)), არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, ბინაში შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსჯავრდებულ ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეოთხე ნაწილით(ძვ.რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განაჩენით კ. კ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ კ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების დანაშაულებრიობა არის გაუქმებული.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განაჩენი მსჯავრდებულების _ მ. ქ-ს, გ. გ-ს, ა. ს-ს, პ. მ-ს, ო. ბ-ს, ა. ა-ს, გ. ღ-ს, ზ. ბ-ს, ნ. თ-ს, ზ. მ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მათ მიმართ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 29 ივლისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე,მსჯავრდებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მიესაჯოს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მესამე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 104-ე მუხლის მეცხრე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 150-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს 1994 წლის 2 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.
მსჯავრდებულ დ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ტ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ტ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ს. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.
მსჯავრდებულ ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ კ. კ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.