დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№4781-13 15 მარტი, 2013 წელი
ს-ი ი , 4781-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით ი. ს-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით; სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 თვით; სსკ-ის 18,229-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 11 თვე, 28 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 30 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ი. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15.000 ლარი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ი. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 18,229-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 6 თვისა და 6 დღის ვადით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 8 თვის და 24 დღის ვადით. საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 30 ოქტომბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის“ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა არაერთგზის და გასაღება.) შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი არასწორად იქნა გამოანგარიშებული და ითხოვა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მის მიმართ სწორად გავრცელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“.
კანონის მე–17 მუხლის თანახმად: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“
იმავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ს-ს ერთი მეოთხედით კანონიერად შეუმცირდა დანიშნული სასჯელები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№4781-13 2 აპრილი, 2013 წელი
ს-ი ი.- 4781-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 15 მარტს მსჯავრდებულ ი. ს-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-2 და მე-3 აბზაცებში აღნიშნულია:
,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 11 თვე, 28 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა“, ხოლო ბოლოდან მე-3 აბზაცში აღნიშნულია შემდეგი: ,, მასვე საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის“ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა არაერთგზის და გასაღება.) შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-2, მე-3 აბზაცები ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 11 თვე, 22 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა“. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინების ბოლოდან მე-3 აბზაცს, იგი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის და ზედმეტად არის შერაცხული.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 15 მარტს მსჯავრდებულ ი. ს-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-2, მე-3 აბზაცებში და ბოლოდან მე-3 აბზაცში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განჩინებაში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტს მსჯავრდებულ ი. ს-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-2 და მე-3 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 11 თვე, 22 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა“, ხოლო აღწერილობითი ნაწილის ბოლოდან მე-3 აბზაცი ამოღებულ იქნეს.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინების განუყოფელ ნაწილს.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი