საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.07.2026
საქმის ნომერი
2კ-79აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№79აპ-26 თბილისი

ი-ი ჰ., 79აპ-26 13 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და მსჯავრდებულ ჰ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ფ. ო-ს ბრალად დაედო: გამოძალვის ორგანიზება, ე. ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნის ორგანიზება, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით (საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ოთხი ეპიზოდი); სხვისი ნივთის განადგურების ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით (სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი); გამოძალვა, ე. ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, სამი ეპიზოდი); დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შეკვეთით (სსკ-ის 25,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტები); ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ორგანიზება (სსკ-ის 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილი); „ქურდული სამყაროს“ წევრობა (სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 14 და 15 სექტემბერს ზ. მ-ი, ფ. ო-ის დავალებით, დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. გ-ს, რომელსაც, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა 100 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 19 და 20 სექტემბერს, ფ. ო-ის დავალებით, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ა. გ-ს დაუკავშირდნენ ვინმე „რ-ი“ და, „ა.“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვეს 100 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით, 18:40 საათზე, ზ. მ-ი, ფ. ო-ის დავალებით, დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ა. გ-ს, რომელსაც, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით, 05:30 საათზე, დაუდგენელმა პირმა, ფ. ო-ის დავალებით, იმის გამო, რომ ა. გ-მა უარი განაცხადა „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად ფულადი თანხის გადახდაზე, ცეცხლი წაუკიდა ქ. მ-ში, -ის ქუჩაზე მდებარე ა. გ-ის კუთვნილ საკონდიტროს. აღნიშნულის შედეგად, ა. გ-ს მიადგა 10 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

· 2022 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით, 17:15 საათზე, ფ. ო-ი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ნ. მ-ს, რომელსაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 100 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის ოქტომბერში ფ. ო-ი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ფ. ბ-ს, რომელსაც, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 100 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 19 და 20 სექტემბერს, ფ. ო-ის დავალებით, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ფ. გ-ს დაუკავშირდა დაუდგენელი პირი და, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა 100 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 13 ოქტომბერს ფ. ო-ი და მისი დავალებით – ზ. მ-ი – დაუკავშირდნენ ჰ. ი-ს და ფ. გ-ოს დაპირებით შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და მათი მხარდამჭერი პირების მხრიდან ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი, ფ. ო-ის დავალებით, შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც გადასცა მას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, კერძოდ, ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა გადაკეთებული ლულა. ა. ა-ის მკვლელობაში დახმარების მიზნით, ი. ნ-მა აღნიშნული პისტოლეტი და საბრძოლო მასალა იქვე გადასცა თავის თანმხლებ პირს – ჰ. ი-ს, რომელსაც სისრულეში უნდა მოეყვანა ფ. ო-ის განზრახვა. 2022 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:45 საათზე, ჰ. ი-მა ი. ნ-ის მიერ გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღით 5 გასროლა განახორციელა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, -სის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანის მაგიდასთან მჯდომ ა. ა-ის მიმართულებით, რა დროსაც, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შეექმნათ მაგიდასთან მსხდომ სხვა პირებსაც. ჰ. ი-მა გასროლების შედეგად ვერ შეძლო, მოეკლა ა. ა-ი, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს, შესრულებული დავალების სანაცვლოდ, ი. ნ-მა ქ. რ-ში ჰ. ი-ს გადასცა 3800 აშშ დოლარი.

· 2022 წლის ოქტომბერში ი. ნ-ს დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი ფ. ო-ი და დაავალა, რომ ჰ. ი-ისთვის გადაეცა ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით, ა. ა-ის მოსაკლავად, რომელმაც, მისი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და მხარდამჭერი პირების მხრიდან ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელსაც გამოართვა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და 5 ცალი საბრძოლო ვაზნა და იქვე გადასცა მის თანმხლებ პირს – ჰ. ი-ს.

· 2022 წლის ოქტომბერში ფ. ო-ი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. ნ-ს, რომელსაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა 5000 აშშ დოლარი, სიცოცხლის მოსპობის შიშით ი. ნ-ი დაეთანხმა აღნიშნული თანხის გადახდას. 2022 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ფ. ო-ის დავალებით, ი. ნ-ი მივიდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მდებარე ი. ნ-ის კუთვნილ ქვის საამქროში და გამოართვა მას 5000 აშშ დოლარი.

· ფ. ო-ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას კავშირი აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან, ის აქტიურად მოქმედებს „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ფ. ო-ი პირადად, ასევე, მისი დავალებით – სხვა პირების მეშვეობით, დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ბიზნესის მქონე პირებს: ი. გ-ს, ა. გ-ს, ა. გ-ს, ნ. მ-ს, ფ. ბ-სა და ფ. გ-ს, რომელთაც, „ქურდული სამყაროს“ ინტერესებიდან გამომდინარე, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოსთხოვა სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ქონების განადგურებით. 2022 წლის 13 ოქტომბერს ფ. ო-ი დაუკავშირდა ჰ. ი-ს და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთა ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის ოქტომბერში ფ. ო-ი დაუკავშირდა ი. ნ-ს და დაავალა, რომ ჰ. ი-ისთვის გადაეცა ცეცხლსასროლი იარაღი, ა. ა-ის მოსაკლავად. აღნიშნული მიზნით, ფ. ო-ის დავალების შესასრულებლად, 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც გადასცა მას ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და 5 საბრძოლო ვაზნა, რომელიც ი. ნ-მა მკვლელობის ჩადენის მიზნით გადასცა ჰ. ი-ს. მკვლელობის განხორციელებისათვის ჰ. ი-ისთვის დაპირებული თანხის მოძიების მიზნით, ფ. ო-ი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. ნ-ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 5000 აშშ დოლარი. ფ. ო-მა დაავალა ი. ნ-ს, ი. ნ-ისგან აეღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ი. ნ-მა შეასრულა 2022 წლის 21 ოქტომბერს. 2022 წლის 23 ოქტომბერს, ჰ. ი-ის მიერ განხორციელებული ა. ა-ის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ი. ნ-მა მიღებული თანხიდან 3800 აშშ დოლარი ქ. რ-ში გადასცა ჰ. ი-ს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჰ. ი-ს ბრალად დაედო: „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე. ი. ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას (საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი); დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შეკვეთით (სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ პუნქტები); ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· ჰ. ი-ისთვის ცნობილია ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ და მას სისტემატური კავშირი აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან. 2022 წლის 13 ოქტომბერს ჰ. ი-ს დაუკავშირდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები – ზ. მ-ი და ფ. ო-ი – და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. „ქურდული სამყაროს“ წევრების დავალების შესრულების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და მისი წევრებისათვის უპირატესობის მიღების მიზნით, ასევე, თავისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, 2022 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:45 საათზე, ჰ. ი-მა, ი. ნ-ის მიერ გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღით, ხუთჯერ გაისროლა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, -სის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანის მაგიდასთან მჯდომ ა. ა-ის მიმართულებით, რა დროსაც, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შეექმნათ მაგიდასთან მსხდომ სხვა პირებსაც. ჰ. ი-მა გასროლების შემდეგ ვერ შეძლო, მოეკლა ა. ა-ი, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღე,ს შესრულებული დავალების სანაცვლოდ, ი. ნ-მა ქ. რ-ში ჰ. ი-ს გადასცა 3800 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 13 ოქტომბერს ჰ. ი-ს დაუკავშირდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები – ზ. მ-ი და ფ. ო-ი – და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც გადასცა მას ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით, საბრძოლო ვაზნებთან ერთად. ა. ა-ის მოკვლაში დახმარების მიზნით, ი. ნ-მა აღნიშნული პისტოლეტი და საბრძოლო მასალა იქვე გადასცა ჰ. ი-ს. 2022 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:45 საათზე, ჰ. ი-მა, ი. ნ-ის მიერ გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღით, ხუთჯერ გაისროლა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, -სის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანის მაგიდასთან მჯდომ ა. ა-ის მიმართულებით, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შეექმნათ მაგიდასთან მსხდომ სხვა პირებსაც. ჰ. ი-მა გასროლების შედეგად ვერ შეძლო, მოეკლა ა. ა-ი, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს, შესრულებული დავალების სანაცვლოდ, ი. ნ-მა ქ. რ-ში ჰ. ი-ს გადასცა 3800 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 13 ოტომბერს ჰ. ი-ს დაუკავშირდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები – ზ. მ-ი და ფ. ო-ი – და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. დანაშაულის ჩადენის მიზნით, 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-მა დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი – და ხუთი ცალი საბრძოლო ვაზნა და იქვე გადასცა ჰ. ი-ს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

· 2022 წლის 13 ოქტომბერს ჰ. ი-ს დაუკავშირდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები – ზ. მ-ი და ფ. ო-ი – და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. დანაშაულის ჩადენის მიზნით, 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-მა დაუდგენელი პირისგან შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით და ხუთი ცალი საბრძოლო ვაზნა და იქვე გადასცა ჰ. ი-ს, რომელიც 2022 წლის 23 ოქტომბერს მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ-ს ბრალად დაედო: „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას (საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი); გამოძალვაში დახმარება, ე. ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში დახმარება, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი; ორი ეპიზოდი); დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში დახმარება, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შეკვეთით (სსკ-ის 25,109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ პუნქტები). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· ზ. მ-ისთვის ცნობილია ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ და მას სისტემატური კავშირი აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან. 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზ. მ-ი ფ. ო-ის დავალებით დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ბიზნესის მქონე პირებს – ი. გ-ს და ა. გ-ს, რომელთაც, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მოსთხოვა სხვადასხვა ფულადი თანხების გადახდა. 2022 წლის 13 ოქტომბერს ზ. მ-ი, ფ. ო-ის დავალებით, დაუკავშირდა ჰ. ი-ს და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთა ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის 23 ოქტომბერს, ჰ. ი-ის მიერ განხორციელებული ა. ა-ის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ი. ნ-მა მიღებული თანხიდან 3800 აშშ დოლარი ქ. რ-ში გადასცა ჰ. ი-ს, რაშიც მას ხელი შეუწყო ზ. მ-მა.

· 2022 წლის 14 და 15 სექტემბერს ზ. მ-ი ფ. ო-ის დავალებით დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. გ-ს, რომელსაც, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა 100 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით, 18:40 საათზე, ზ. მ-ი ფ. ო-ის დავალებით დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ა. გ-ს, რომელსაც, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობისა და სარგებლის მისაღებად, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარი.

· 2022 წლის 13 ოქტომბერს ფ. ო-ი და მისი დავალებით – ზ. მ-ი დაუკავშირდნენ ჰ. ი-ს და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი ფ. ო-ის დავალებით შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც გადასცა მას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, კერძოდ, ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა გადაკეთებული ლულა. ა. ა-ის მკვლელობაში დახმარების მიზნით ი. ნ-მა აღნიშნული პისტოლეტი და საბრძოლო მასალა იქვე გადასცა მის თანმხლებ პირს – ჰ. ი-ს, რომელსაც სისრულეში უნდა მოეყვანა ფ. ო-ის განზრახვა. 2022 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:45 საათზე, ჰ. ი-მა ი. ნ-ის მიერ გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღით ხუთჯერ გაისროლა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, -სის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანის მაგიდასთან მჯდომ ა. ა-ის მიმართულებით, რა დროსაც, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შეექმნათ მაგიდასთან მსხდომ სხვა პირებსაც. ჰ. ი-მა გასროლების შედეგად ვერ შეძლო, მოეკლა ა. ა-ი, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს, შესრულებული დავალების სანაცვლოდ, ი. ნ-მა ქ. რ-ში ჰ. ი-ს გადასცა 3800 აშშ დოლარი, რაშიც მას ხელი შეუწყო ზ. მ-მა.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ნ-ს ბრალად დაედო: „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას (საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი); დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შეკვეთით (სსკ-ის 25,19,109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ პუნქტები); ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში დახმარება (სსკ-ის 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილი); გამოძალვაში დახმარება, ე. ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში დახმარება, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· ი. ნ-ისთვის ცნობილია ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ და მას სისტემატური კავშირი აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან. 2022 წლის ოქტომბერში ი. ნ-ს დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი ფ. ო-ი და დაავალა, რომ ჰ. ი-ისთვის გადაეცა ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“ კუსტარულად გადაკეთებული ლულით, ა. ა-ის მოსაკლავად, რომელმაც, მისი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. აღნიშნული მიზნით, ფ. ო-ის დავალების შესასრულებლად და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის უპირატესობის მისაღებად, 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც გადასცა მას ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“ კუსტარულად გადაკეთებული ლულით და ხუთი საბრძოლო ვაზნა, რომელიც ი. ნ-მა, მკვლელობის ჩადენის მიზნით, გადასცა ჰ. ი-ს. მკვლელობის განხორციელებისათვის ჰ. ი-ისათვის დაპირებული თანხის მოძიების მიზნით, ფ. ო-ი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. ნ-ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 5000 აშშ დოლარი. ფ. ო-მა დაავალა ი. ნ-ს, ი. ნ-ისაგან აეღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ი. ნ-მა შეასრულა 2022 წლის 21 ოქტომბერს. 2022 წლის 23 ოქტომბერს ჰ. ი-ის მიერ განხორციელებული ა. ა-ის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ი. ნ-მა მიღებული თანხიდან 3800 აშშ დოლარი ქ. რ-ში გადასცა ჰ. ი-ს.

· 2022 წლის ოქტომბერში ი. ნ-ს დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი ფ. ო-ი და დაავალა, რომ ჰ. ი-ისთვის გადაეცა ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით, ა. ა-ის მოსაკლავად, რომელმაც, მისი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც გადასცა მას ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით და ხუთი საბრძოლო ვაზნა. ა. ა-ის მოკვლაში დახმარების მიზნით, ი. ნ-მა აღნიშნული პისტოლეტი და საბრძოლო მასალა იქვე გადასცა ჰ. ი-ს. 2022 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:45 საათზე, ჰ. ი-მა ი. ნ-ის მიერ გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღით ხუთჯერ გაისროლა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, -სის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანის მაგიდასთან მჯდომ ა. ა-ის მიმართულებით, რა დროსაც, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შეექმნათ მაგიდასთან მსხდომ სხვა პირებსაც. ჰ. ი-მა გასროლების შედეგად ვერ შეძლო, მოეკლა ა. ა-ი, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს, შესრულებული დავალების სანაცვლოდ, ი. ნ-მა ქ. რ-ში ჰ. ი-ს გადასცა 3800 აშშ დოლარი.

· 2022 წლის ოქტომბერში ი. ნ-ს დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი ფ. ო-ი და დაავალა, რომ ჰ. ი-ისთვის გადაეცა ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით, ა. ა-ის მოსაკლავად, რომელმაც, მისი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რადგან 2022 წლის 2 ოქტომბერს ა. ა-მა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ს იმ თანასოფლელებს, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ფულის გამოძალვა. 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელსაც გამოართვა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთი ცალი საბრძოლო ვაზნა და იქვე გადასცა ჰ. ი-ს.

· 2022 წლის ოქტომბერში ფ. ო-ი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. ნ-ს, რომელსაც, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა 5000 აშშ დოლარი. სიცოცხლის მოსპობის შიშით ი. ნ-ი დაეთანხმა აღნიშნული თანხის გადახდას. 2022 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ფ. ო-ის დავალებით, ი. ნ-ი მივიდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მდებარე ი. ნ-ის კუთვნილ ქვის საამქროში და გამოართვა მას 5000 აშშ დოლარი.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით:

ფ. ო-ი - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. გ-ის ეპიზოდი), 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ა. გ-ის ეპიზოდი), 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ა. გ-ის ეპიზოდი), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ის ეპიზოდი), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფ. ბ-ის ეპიზოდი), 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფ. გ-ის ეპიზოდი), 25,109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ პუნქტებით, 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. ნ-ის ეპიზოდი), 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულ ფ. ო-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ჰ. ი-ი, დაბადებული - წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ჰ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ პუნქტებით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 26 ოქტომბრიდან.

ი. ნ-ი - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,19,109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ პუნქტებითა და 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ი. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. ნ-ის ეპიზოდი) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 26 ოქტომბრიდან.

ზ. მ-ი - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. გ-ის ეპიზოდი), 25, 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (ა. გ-ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 21 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 18 იანვრიდან 2023 წლის 21 ივნისამდე.

6. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

7. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ზ. მ-ის მიმართ:

· 2022 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით, 18:40 საათზე, დაუდგენელი პირი კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ა. გ-ს, რომელსაც მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარი. ზ. მ-ი ფლობდა რა მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

ჰ. ი-ის მიმართ:

· 2022 წლის 13 ოქტომბერს ჰ. ი-ს დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელი პირები და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა. 2022 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:45 საათზე, ჰ. ი-მა ცეცხლსასროლი იარაღით 5-ჯერ გაისროლა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, -სის ქუჩაზე მდებარე ჩაიხანის მაგიდასთან მჯდომ ა. ა-ის მიმართულებით, რა დროსაც, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნათ მაგიდასთან მსხდომ სხვა პირებსაც. ჰ. ი-მა გასროლების შედეგად ვერ შეძლო, მოეკლა ა. ა-ი, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

· 2022 წლის 13 ოქტომბერს ჰ. ი-ს დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელი პირები და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა. დანაშაულის ჩადენის მიზნით, ჰ. ი-მა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და 5 ცალი საბრძოლო ვაზნა და მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ისინი.

· 2022 წლის 13 ოქტომბერს ჰ. ი-ს დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელი პირები და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა. დანაშაულის ჩადენის მიზნით, ჰ. ი-მა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და 5 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომელთაც 2022 წლის 23 ოქტომბერს მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

ი. ნ-ის მიმართ:

· 2022 წლის ოქტომბერში დაუდგენელი პირი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. ნ-ს, რომელსაც მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 5000 აშშ დოლარი. სიცოცხლის მოსპობის შიშით ი. ნ-ი დაეთანხმა აღნიშნული თანხის გადახდას. 2022 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, დაუდგენელი პირის დავალებით, ი. ნ-ი მივიდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მდებარე ი. ნ-ის კუთვნილ ქვის საამქროში და გამოართვა მას 5000 აშშ დოლარი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ფ. ო-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ფ. ო-ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (7 ეპიზოდი), 25,19,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებით, 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ზ. მ-ის – სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 25,19,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებით, ი. ნ-ის – სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან ერთად, 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,19,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებით, 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ჰ. ი-ის კი – სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. მსჯავრდებულ ჰ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ც-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ჰ. ი-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მისი ქმედების სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებიდან 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებთან ერთად დამნაშავედ ცნობას, ასევე – სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით.

10. მსჯავრდებულ ი. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა-ი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი.

11. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყა.ბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №324აპ-15).

13. საკასაციო პალატა არ იზიარებს მხარეთა საკასაციო საჩივრების მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ა. ა-ის, მოწმეების: გ. ი-ის, ე. გ-ის, ს. დ-ის, მ. გ-ის, ი. ნ-ის, ი. გ-ის, ა. გ-ის, ა. გ-ის, ა. გ-ისა და სხვათა ჩვენებებითა და დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის №- და №- დასკვნებით, ქიმიური, სამედიცინო, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით) უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჰ. იბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ი. ნ-მა – სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. ნ-ის ეპიზოდი), ზ. მ-მა კი – სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

14. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს ფ. ო-ი და მისი დავალებით – ზ. მ-ი – დაუკავშირდნენ ჰ. ი-ს და, ფ. გ-ოს დაპირებით, შეუკვეთეს ა. ა-ის მკვლელობა, რომელმაც, მათი მოსაზრებით, უპატივცემულობა გამოხატა მათდამი და „ქურდული სამყაროს“ მიმართ და რომ ფ. ო-ი ი. ნ-ს დაუკავშირდა და დაავალა ჰ. ი-ისთვის ცეცხლსასროლი იარაღის – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით გადაცემა, ა. ა-ის მოსაკლავად. ასევე, დაზარალებულ ა. გ-ის საკონდიტროს დაწვის ორგანიზება ეფუძნება მხოლოდ იმ ვარაუდს, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ზარი ა. გ-თან, რა დროსაც ამ უკანასკნელს უთხრეს „ს. ფ.“ და მოსთხოვეს 50000 აშშ დოლარი. ამგვარი ვარაუდის გასამყარებლად ბრალდების მხარემ ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა.

15. გამოძალვისა და გამოძალვის ორგანიზების ეპიზოდებში, ბრალდების ვერსიით, ზოგ შემთხვევაში, ფ. ო-ის დავალებით ხდებოდა გამოძალვა, ხოლო ზოგ შემთხვევაში – ზარებს თავად ფ. ო-ი ახორციელებდა, კერძოდ: დაზარალებულებს: ი. გ-ს, ა. გ-ს, ა. გ-სა და ფ. გ-ს – ფ. ო-ის დავალებით ურეკავდნენ სხვადასხვა პირები და სძალავდნენ თანხას, ხოლო დაზარალებულებს – ნ. მ-ს, ფ. ბ-სა და ი. ნ-ს – პირადად ფ. ო-ი დაუკავშირდა და მოსთხოვა სხვადასხვა ოდენობის თანხა. თითოეული მითითებული დაზარალებულის განმარტებით, მათ არ იციან, ვის ეკუთვნის ის ნომრები, რომლებიდანაც რეკავდნენ. ვინაიდან იყო მხოლოდ აუდიოზარები, დაზარალებულებს ვიზუალურად არ უნახავთ მოსაუბრე, არც ხმა იყო ნაცნობი და არცერთი მათგანი არ იცნობს არც ფ. ო-ს და არც იმ პირებს, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ფ. ო-ის დავალებით უკავშირდებოდნენ. დაზარალებულებმა არ გამორიცხეს ვარაუდი, რომ, შესაძლოა, სხვა პირები სარგებლობდნენ ფ. ო-ის სახელით. ბრალდების მხარის პოზიცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ პირს, რომელიც ურეკავდა ი. ნ-ს, „ვ-ის“ პროფილის ფოტოზე უყენია ფ. ო-ისა და აწ გარდაცვლილი ნ. ს-ის ფოტო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია ნებისმიერი პირის ფოტო დაიყენოს პროფილად და მისი სახელის გამოყენებით, ისე რომ ამ უკანასკნელმა არაფერი იცოდეს, დაურეკოს სხვადასხვა პირს და მოსთხოვოს კონკრეტული ქმედებების განხორციელება. ამდენად, იმ პირობებში, როცა არ არის წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულება (თვითმხილველი მოწმის ჩვენება, კრებსი, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ტელეფონის ნომრის კონკრეტული პირის მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება და სხვა), რომელიც დაადასტურებდა, რომ ნამდვილად ფ. ო-ი იყო ზარების ავტორი და ორგანიზატორი, პროფილის ფოტოზე ფ. ო-ის გამოსახულების არსებობა ვერ იქნება საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

16. რაც შეეხება ქურდული სამყაროს წევრობას, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, იგი გამოიხატა ქურდული სამყაროს მიზნებისთვის ჩადენილ ზემომითითებულ ქმედებებში: მკვლელობისა და გამოძალვის რამდენიმე ეპიზოდის, სხვისი ნივთის განადგურების, იარაღის შეძენის ორგანიზებასა და გამოძალვაში. იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დადასტურდა ფ. ო-ის მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენა, ვერც აღნიშნული კვალიფიკაციით მოხდა მისი მსჯავრდება. მხოლოდ ის გარემოება, რომ ფ. ო-ი ხალხში ცნობილია კრიმინალურ ავტორიტეტად, არ არის საკმარისი პირის აღნიშნული კვალიფიკაციით მსჯავრდებისთვის.

17. ზ. მ-თან დაკავშირებით (ი. გ-ის ეპიზოდში) ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომ დაურეკა ვინმე “ზ. დ-მა“ და უთხრა, ფ. მოგიკითხაო და მოსთხოვა თანხა; ზ-ს არ იცნობს, არ იცის, ნამდვილად მან დაურეკა თუ არა, შეიძლება, მისი სახელით სხვამ დარეკა. ამ პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ “ზ. დ-ის“ სახელით ნამდვილად ზ. მ-ი ესაუბრა ი. გ-ს.

18. ასევე, არ დადასტურდა ზ. მ-ვის წარდგენილი ბრალდება დაზარალებულ ა. გ-ის ეპიზოდშიც, ვინაიდან დაზარალებულის ერთმნიშვნელოვანი ჩვენებით, ზ. მ-ს მისთვის ფული არ უთხოვია და არც ის უთქვამს, რომ ფული უნდა მიეცა ვინმესთვის; უსაყვედურა მხოლოდ იმის გამო, რომ აგინა თანამოსაუბრეს, რასაც მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი. აღნიშნული კი გამორიცხავს ზ. მ-ის ქმედებაში გამოძალვის შემადგენლობის არსებობას.

19. ა. გ-ის ჩვენების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ზ. მ-მა იცოდა ა. გ-ის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის – დიდი ოდენობით გამოძალვის – თაობაზე და აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ა. გ-მა აღნიშნა, რომ ზ. მ-ი მისი ნათესავია და ხმაზეც ცნობს მას. ფულის მოთხოვნისა და სიტყვიერი კონფლიქტიდან რამდენიმე წუთში დაურეკა ზ. მ-მა და ჰკითხა, თუ რა პრობლემებს ქმნიდა, რაც საკმარისია დასკვნის გამოსატანად, რომ მისთვის ცნობილი იყო დაუდგენელი პირის ა. გ-თან კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის შინაარსი. ზ. მ-მა, ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავებისთვის შეეტყობინებინა ა. გ-ის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ, ამ უკანასკნელს უსაყვედურა, თუ რატომ აგინა მოსაუბრეს. შესაბამისად, საკასაციო პალატას სამართლებრივად სწორად მიაჩნია ზ. მ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

20. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. მ-ის მხრიდან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა გამოიხატა მკვლელობასა და გამოძალვაში დახმარებაში, რაც არ დადასტურდა გამოკვლეული მტკიცებულებებით, შესაბამისად, არ დგინდება, თუ რაში გამოიხატა ზ. მ-ის მერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.

21. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ 2022 წლის ოქტომბერში ი. ნ-ს დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრი ფ. ო-ი და დაავალა, რომ ჰ. ი-ისთვის, ა. ა-ის მოსაკლავად, გადაეცა ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით და რომ 2022 წლის 16 ოქტომბერს გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში ი. ნ-ი შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც გადასცა მას ცეცხლსასროლი იარაღი – ხმოვანი სასტარტო პისტოლეტი „BLOW“, კუსტარულად გადაკეთებული ლულით და 5 საბრძოლო ვაზნა, რომლებიც, ა. ა-ის მოკვლაში დახმარების მიზნით, იქვე გადასცა ჰ. ი-ს, შემდეგ კი, შესრულებული დავალების სანაცვლოდ მას ქ. რ-ში გადასცა 3800 აშშ დოლარი. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა მოწმე ა. გ-ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე წუთით გაჩერდნენ გარდაბანში, თუმცა ი. ნ-ი და ა. ა-ი ვის შეხვდნენ იქ და რა ილაპარაკეს, არ იცის. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ფული ჰ. ი-ს ა. ა-მა გადასცალი

22. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ასევე წარდგენილი ბრალდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ნაწილში (რაც გამოიხატა იმაში, რომ, ქურდული სამყაროს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ა. ა-ის მოსაკლავად და ამ მიზნით იარაღისა და თანხის მოსაძიებლად ის დაეხმარა ფ. ო-ს). როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ გარემოებებმა ვერ ჰპოვა დადასტურება გამოკვლეული მტკიცებულებებით, შესაბამისად, გამოირიცხა წარდგენილი ბრალდების შინაარსი.

23. გამოკვლეული მტკიცებულებების (დაზარალებულ ი. ნ-ის ჩვენება, ი. ნ-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, ი. ნ-ის ქვის საამქროდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა) ანა.ზითა და შეფასებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ი. ნ-ისგან თანხის გამოძალვაში დახმარება, კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში დაუდგენელი პირი დაუკავშირდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მცხოვრებ ი. ნ-ს, რომელსაც მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 5000 აშშ დოლარი. სიცოცხლის მოსპობის შიშით ი. ნ-ი დასთანხმდა აღნიშნული თანხის გადახდას. 2022 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე, დაუდგენელი პირის დავალებით, ი. ნ-ი მივიდა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში მდებარე ი. ნ-ის კუთვნილ ქვის საამქროში და გამოართვა მას 5000 აშშ დოლარი.

24. რაც შეეხება ჰ. ი-ის მსჯავრდებას – დაცვის მხარე არ უარყოფს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტს, რაც უტყუარადაა დადასტურებული მოწმეების – ა. ა-ის, გ. ი-ის, ე. გ-ის, მ. გ-ის, ს. დ-ის, ნ. ა-ისა და ფ. ა-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული მასრებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით, ბალისტიკური, ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. მითითებული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ ჰ. ი-მა ესროლა ა. ა-ს, რასაც ასევე არ ხდის სადავოდ დაცვის მხარე. ამასთან, ადვოკატი ითხოვს ჰ. ი-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ვინაიდან, მისი მტკიცებით, ჰ. ი-ს არ სურდა დაზარალებულის მოკვლა.

25. სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის – ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დასაკვა.ფიცირებლად სასამართლომ ასევე უნდა გაითვა.სწინოს დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ (იხ. სუსგ: №680აპ-17, №227აპ-16).

26. განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებული საშუალების, მიყენებული ჭრილობების რაოდენობისა და მიღებული დაზიანებების სიმძიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჰ. ი-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. ჰ. ი-მა ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, თუმცა საბრძოლო მასალის ამოწურვისა (ამოღებული იარაღის მჭიდი იყო ცარიელი) და დაზარალებულისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამასთან, საქმის გარემოებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ჰ. ი-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა შეკვეთით, კერძოდ: დაზარალებული უარყოფს ჰ. ი-თან ნაცნობობასა და კონფლიქტის არსებობას ფაქტს (რაც სადავოდ არ გაუხდია ბრალდებულს), აღნიშნული კი გამორიცხავს რაიმე პირადი მოტივის არსებობას. მოწმე ა. გ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, 2022 წლის 23 ოქტომბერს, შემთხვევის შემდეგ ჰ. ი-ს გადასცეს თანხა. მოგვიანებით კი, 2022 წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულს მისდის შემდეგი შინაარსის მესიჯი: „Brat moy vse rovnu?“ (იხ. ჰ. ი-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი), რაც, თარჯიმნის განმარტებით, ითარგმნებოდა, როგორც „ჩემო ძმაო ყველაფერი რიგზეა?“. სასამართლოს შეფასებით, ამ მესიჯით შემკვეთმა გადაამოწმა, ხომ ნამდვილად „გასწორდნენ“, ანუ ჰ. იბ-მა ხომ მიიღო შეპირებული გასამრჯელო.

27. უტყუარად დასტურდება ის გარემოებას, რომ ჰ. ი-ის ქმედებით საფრთხე შეექმნა სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, კერძოდ, მოწმეების: ა. ა-ის, გ. ი-ის, ე. გ-ის, მ. გ-ის, ს. დ-ის, ნ. ა-ისა და ფ. ა-ის ჩვენებებით დგინდება, რომ სროლის მომენტში, დაახლოებით, 6-7 ადამიანი მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან. მოწმე ს. დ-ის განმარტებით, თითქმის მიტყუპებულები ისხდნენ. ანალოგიური გარემოება დაადასტურეს დასახელებულმა სხვა მოწმეებმაც. ამ პირობებში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ჰ. ი-ი მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით.

28. რაც შეეხება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ჰ. ი-მა სწორედ ფ. ო-ის დავალებით სცადა ა. ა-ის მოკვლა, დაზარალებულის მიერ „ქურდული სამყაროს“ მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო. ის გარემოება, რომ ა. ა-ის ფ--პოსტი შეფასდა ქურდული სამყაროს უპატივცემულობად და ეს გახდა მისი მკვლელობის შეკვეთის მოტივი, არის დაზარალებულის ვარაუდი (რასაც სასამართლო არ გამორიცხავს), თუმცა, რამდენად იცოდა ეს ჰ. ი-მა და რამდენად მოიცავდა მისი განზრახვა აღნიშნულს, უტყუარად ვერ დადგინდა.

29. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ. ო-ი სწორად გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), 25,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებითა და 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ასევე სწორად გამართლდნენ: ჰ. ი-ი – საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ი. ნ-ი – სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებითა და 25,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ზ. მ-ი კი – სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. გ-ის ეპიზოდი) და 25,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში; ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (ა. გ-ის ეპიზოდი) სწორად გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. სასამართლოს შეფასებით, ასევე კანონიერი და დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. მ-ის – საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. ნ-ის ეპიზოდი), ჰ. ი-ის – სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ნ“ პუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ზ. მ-ის კი – სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, რისთვისაც მსჯავრდებულებს განესაზღვრათ კანონიერი და სამართლიანი სასჯელები, რომელთა შეცვლის საფუძველი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას არ გააჩნია.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართა.ა, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

31. გარდა ამისა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორების პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.

32. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა კასატორთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

34. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და მსჯავრდებულ ჰ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე