1. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა, რამაც მისი უკანონო ბრუნვაში მოქცევა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-71-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2025
ტ-ა პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის XIV განყოფილების (XIV K 82/15) განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 11 (2), 13 (1) და 294 (1) მუხლებთან ერთობლივად, იმავე კოდექსის 239-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია), 286-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა), 270-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით;
- საქმე №2კ-18-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2017
…რუმინეთის რესპუბლიკის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ N39/2003 კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით (ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა), რუმინეთის რესპუბლიკის საბაჟო კოდქსის N86/2006 კანონის 270-ე მუხლის მეორე პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტით (კონტრაბანდა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, როდესაც საქონლის ღირებულება აღემატება 40 000 რუმინულ ლეის),…
- საქმე №2კ-129აპ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2002
გ-შვილს საქართველოს სსკ-ის 270-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება