1. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5184 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №2კ-102-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
255-ე და 268-ე მუხლებით (ქურდობა კომპანიის მდივნის მიერ); 297-ე, 298-ე, მე-20 მუხლებით (ფულადი სახსრების თაღლითურად დაუფლება);
- საქმე №2კ-17-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2024
შუამდგომლობის 36-ე და 39-ე პუნქტებში აღწერილი, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დასჯადი ქმედებები (სხვა სახის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), იმავე…
- საქმე №102საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2008
ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ზემოთ ხსენებულ პირს წარედგინა დამატებითი ბრალდება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის I-ლი ნაწილით. 2008 წლის 28 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ბუხაიძის ქუჩის ¹5-ში, დააკავეს სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა.
- საქმე №ბს-975-561(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2006
ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 268.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლდა სასჯელისაგან სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
- საქმე №020100118002552061 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 28.10.2019
…აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-4 ნაწილით მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება.
- საქმე №820100118002655838 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 25.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება