დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.05.2024
საქმის ნომერი
2კ-17-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.05.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№17I-24 თბილისი

ქ-ი მ. ფ., 17I-24 2 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ფ. ქ-ის - ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2021 წლის 25 მარტს (საბოლოო სახე მიიღო 2022 წლის 24 ივნისს) თ-ის რესპუბლიკის ქ. ი-ას მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით, მ. ფ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. 2021 წლის 5 ნოემბერს (საბოლოო სახე მიიღო 2022 წლის 8 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით, მ. ფ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელ-მე-2 პუნქტებზე მითითებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. 2012 წლის 20 აპრილს (საბოლოო სახე მიიღო 2019 წლის 23 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელ-მე-2 პუნქტებზე მითითებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვითა და 50 დღით თავისუფლების აღკვეთა.

7. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვითა და 50 დღით თავისუფლების აღკვეთა.

8. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

9. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

10. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

11. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

12. 2019 წლის 16 დეკემბერს (საბოლოო სახე მიიღო 2020 წლის 5 ივლისს) თურქეთის რესპუბლიკის გოლჯუკის პროვინციის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

13. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

14. 2021 წლის 7 მაისს (საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 4 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის სილივრის პროვინციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

15. 2016 წლის 24 თებერვალს (საბოლოო სახე მიიღო 2021 წლის 23 სექტემბერს) თურქეთის რესპუბლიკის ბუიუკკჩეკმეჯეს პროვინციის მე-7 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

16 იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

17. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი, მე-4 ნაწილებით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

18. 2014 წლის 14 აპრილს (საბოლოო სახე მიიღო 2022 წლის 17 თებერვალს) თურქეთის რესპუბლიკის კუკუჩეკმეჯეს პროვინციის მე-12 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა დაკეტილი საცავიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

19. იმავე განაჩენით მ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

20. 2022 წლის 26 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. ფ. ქ-ს განესაზღვრა 22 წლით, 88 თვითა და 177 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ ვადას გამოაკლდა მ. ქ-ის პატიმრობაში ყოფნის დრო და, საბოლოოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 5004 დღით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც მას მიენიჭება პირობით გათავისუფლების უფლება.

21. 2023 წლის 2 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მთავარმა პროკურატურამ ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოსცა მ. ქ-ის დაკავების ბრძანება.

22. 2023 წლის 24 თებერვალს მ. ქ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

23. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მ. ფ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2019 წლის 6 თებერვალს მ. ქ-მა უკანონოდ შეაღწია დაზარალებულ ჰ. მ-ა ა. ჰ-ის საცხოვრებელ სახლში, რითიც დაარღვია საცხოვრებელი ადგილის იმუნიტეტი და მოიპარა აღნიშნულ ბინაში შენახული „ვესტელის“ ბრენდის ტელევიზორი.

2019 წლის 3 აპრიდს მ. ქ-ი შეაჩერეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა. მ. ქ-მა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით პოლიციელებს განუმარტა, რომ მისი ვინაობა იყო მე.ა-ი. მან პოლიციელებს წარუდგინამ ე. ა-ის სახელზე დამზადებული ყალბი მართვის მოწმობა.

2012 წლის 3 იანვარს მ. ქ-მა, ორ სხვა პირთან ერთად, დააზიანა დაზარალებულ მ. ს-ის სამუშაო ოთახის კარი, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, უნებართვოდ შეაღწია სამუშაო ოთახში, რითიც დაარღვია საცხოვრებელი ადგილის იმუნიტეტი და მოიპარა აღნიშნულ ოთახში შენახული, მ. ს-ის კუთვნილი ორი ლეპტოპი და 40 თურქული ლირა.

2012 წლის 3 იანვარს მ. ქ-მა, ორ სხვა პირთან ერთად, დააზიანა დაზარალებულ რ. ა-ის სამუშაო ოთახის კარი, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, უნებართვოდ შეაღწია სამუშაო ოთახში, რითიც დაარღვია საცხოვრებელი ადგილის იმუნიტეტი და მოიპარა აღნიშნულ ოთახში შენახული, რ. ა-ის კუთვნილი ლეპტოპი.

2012 წლის 3 იანვარს მ. ქ-ი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა. მან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით პოლიციელებს მოატყუა საკუთარი ვინაობა და სხვა პირის პირადი მონაცემები მიაწოდა.

2019 წლის 27 ივლისს მ. ქ-მა ორ სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია დაზარალებულ მ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, რითიც დაარღვია საცხოვრებელი ადგილის იმუნიტეტი და მოიპარა აღნიშნულ ბინაში შენახული ერთი ტელევიზორი, 80 თურქული ლირა და ერთი მობილური ტელეფონი.

2014 წლის 2 ივნისს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულმა მ. ქ-მა ორ სხვა პირთან ერთად სცემა პატიმარ ს. თ-ის. ცემის შედეგად დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

2013 წლის 3 აპრილს, დაახლოებით, 21 საათზე, მ. ქ-მა ორ სხვა პირთან ერთად დააზიანა დაზარალებულ ფ. დ-ს საცხოვრებელი სახლის კარი, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, უნებართვოდ შეაღწია სახლში, რითიც დაარღვია საცხოვრებელი ადგილის იმუნიტეტი, და მოიპარა აღნიშნულ სახლში შენახული, ფ. დ-ს კუთვნილი 200 თურქული ლირა, ლეპტოპი, გარე დისკი, აპიადი, წნევის საზომი აპარატი და კამერა.

2012 წლის 10 ივნისს მ. ქ-მა ორ სხვა პირთან ერთად დააზიანა დაზარალებულ ჰ. ე-ის ავტომობილის საწვავის ავზი, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, და მოიპარა ავზში მოთავსებული საწვავი.

24. მოცემული შუამდგომლობის 35-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

25. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) და ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

26. აღნიშნული შუამდგომლობის 36-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) და ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

27. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელ-მე-2 პუნქტებზე მითითებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და ისჯება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

28. აღნიშნული შუამდგომლობის 37-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) და ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

29. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

30. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

31. მოცემული შუამდგომლობის 38-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) და ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

32. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

33. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

34. მოცემული შუამდგომლობის 39-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელ-მე-2 პუნქტებზე მითითებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და ისჯება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

35. მოცემული შუამდგომლობის მე-40 პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

36. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) და ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

37. მოცემული შუამდგომლობის 41-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) და ისჯება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

38. მოცემული შუამდგომლობის 38-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) და ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

39. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

40. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი, მე-4 ნაწილებით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

41. მოცემული შუამდგომლობის 38-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა დაკეტილი საცავიდან) და ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

42. იმავე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

43. 2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ფ. ქ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

44. 2023 წლის 2 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს მ. ქ-ი.

45. 2023 წლის 5 აპრილს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ფ. ქ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 5000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.

46. 2023 წლის 11 აპრილს მ. ფ. ქ-9ი გირაოს უზრუნველყოფის სანაცვლოდ9 გათავისუფლდა პატიმრობიდან.

47. 2024 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და ითხოვა მ. ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა შემდეგი სასჯელების აღსრულების მიზნით:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის გოლჯუკის პროვინციის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის ბუიუკკჩეკმეჯეს პროვინციის მე-7 სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან), იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება), 116-ე მუხლის 1-ელი, მე-4 ნაწილებით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის კუკუჩეკმეჯეს პროვინციის მე-12 სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტითა (ქურდობა დაკეტილი საცავიდან) და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

ასევე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი მ. ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შემდეგი სასჯელების აღსრულების მიზნით:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი-მე-2 პუნქტებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი;

თურქეთის რესპუბლიკის აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი-მე-2 პუნქტებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი;

თურქეთის რესპუბლიკის სილივრის პროვინციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 7 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი.

48. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო მ. ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შემდეგი სასჯელების აღსრულების მიზნით:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის გოლჯუკის პროვინციის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის ბუიუკკჩეკმეჯეს პროვინციის მე-7 სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან), იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება), 116-ე მუხლის 1-ელი, მე-4 ნაწილებით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის კუკუჩეკმეჯეს პროვინციის მე-12 სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტითა (ქურდობა დაკეტილი საცავიდან) და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი).

დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შემდეგი სასჯელების აღსრულების მიზნით:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი-მე-2 პუნქტებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი;

თურქეთის რესპუბლიკის აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი-მე-2 პუნქტებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი;

თურქეთის რესპუბლიკის სილივრის პროვინციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 7 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი.

49. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ფ. ქ-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. პ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განჩინების, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებას შემდეგი მოტივებით: მ. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, ის, შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, დევნას, დასჯას, არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულების შესაძლებლობა; მ. ქ-ი ეთნიკურად ქურთია, მის ოჯახს სდევნიან პოლიტიკური ნიშნით; თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას აშკარად ირღვეოდა მისი უფლებები, რის გამოც იძულებული გახდა, გაქცეულიყო და საქართველოში ჩამოსულიყო. იმის გამო, რომ არ აქვს პასპორტი, მან ვერ შეძლო წერილობითი მტკიცებულებების მოპოვება თურქეთის რესპუბლიკაში თავისი უფლებების აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი მოწმობს იმას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი ვერ მოიხდის სასჯელს უსაფრთხო გარემოში; არსებობს მტრულად განწყობილი პირებისაგან სისხლის აღების წესით მისი სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. მიგრაციის დეპარტამენტისათვის მიმართვის შემთხვევაში, მას აუცილებლად ექნებოდა სტატუსი და დაექვემდებარებოდა საერთაშორისო დაცვას. ამდენად, მ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირებით დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები.

50. პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მ. ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. მ. ფ. ქ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2023 წლის 2 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მ. ფ. ქ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. ფ. ქ-ი დაექვემდებარება წამებას, დევნას ან არაადამიანურ მოპყრობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ. ფ. ქ-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება, ექსტრადიციასდაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის არსებობის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005, „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

8. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ მ. ფ. ქ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში მ. ქ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ, მ. ქ-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მ. ქ-ი თავისი ინტერესების დამცველთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა საქმის არსებით განხილვაში. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის თანაბრად ჰქონდა მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის შესაძლებლობა.

10. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ მ. ფ. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში იგი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. ქ-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

12. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამაც კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, მ. ქ-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

13. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, მ. ფ. ქ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ქ-ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე და იგი არ არის საერთაშორისო დაცვის მქონე პირი. შესაბამისად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

15. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება მ. ქ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები აწარმოებდნენ საქმეს ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მ. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

16. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრდა in abstracto ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო, ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

17. შუამდგომლობის 35-ე პუნქტში აღწერილი ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

18. შუამდგომლობის 36-ე პუნქტში აღწერილი, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დასჯადი ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

19. შუამდგომლობის 36-ე და 39-ე პუნქტებში აღწერილი, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დასჯადი ქმედებები (სხვა სახის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელ-მე-2 პუნქტებზე (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, არ იქნებოდა დასჯადი.

20. შუამდგომლობის 37-ე, 38-ე და 42-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

21. შუამდგომლობის მე-40 პუნქტში აღწერილი ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

22. შუამდგომლობის 41-ე პუნქტში აღწერილი ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

23. შუამდგომლობის 43-ე პუნქტში პუნქტში აღწერილი ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

24. ამრიგად, შუამდგომლობის 36-ე და 39-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებები, რომლებიც ისჯება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დასჯადი ქმედებები (სხვა სახის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელ-მე-2 პუნქტებზე (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, არ იქნებოდა დასჯადი. შესაბამისად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტისა და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მათთან მიმართებით შუამდგომლობა ექსტრადიციის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება. ყველა სხვა ქმედება, რომელთათვისაც მოითხოვება მ. ქ-ის ექსტრადიცია, დასჯადობისა და მათთვის განსაზღვრული სასჯელების გათვალისწინებით, აკმაყოფილებს ექსტრადიციის პირობებს.

25. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მ. ფ. ქ-ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის, ხოლო 6 წელში – ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

26. ქ. იალოვას მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენში აღწერილ ქმედებებს (შუამდგომლობის 35-ე პუნქტი) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია. აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2022 წლის 24 ივნისს. შესაბამისად, ამოწურული არ არის საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

27. ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენში აღწერილ ქმედებას (შუამდგომლობის 36-ე პუნქტი) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, რაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2022 წლის 8 სექტემბერს. შესაბამისად, ამოწურული არ არის საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

28. აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენში აღწერილ ქმედებებს (შუამდგომლობის 37-ე, 38-ე პუნქტები) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულებია, და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია. აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2019 წლის 23 სექტემბერს. შესაბამისად, ამოწურული არ არის საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

29. გოლჯუკის პროვინციის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენში აღწერილ ქმედებებს (შუამდგომლობის მე-40 პუნქტი) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია. აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2020 წლის 5 ივლისს. შესაბამისად, ამოწურული არ არის საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

30. სილივრის პროვინციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 7 მაისის განაჩენში აღწერილ ქმედებას (შუამდგომლობის 41-ე პუნქტი) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. აღნიშნული განაჩენით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია 2014 წლის 2 ივნისს. შესაბამისად, ამოწურულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას.

31. ბუიუკკჩეკმეჯეს პროვინციის მე-7 სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილ ქმედებებს (შუამდგომლობის 42-ე პუნქტი) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულებია, და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია. აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2019 წლის 23 სექტემბერს. შესაბამისად, ამოწურული არ არის საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

32. კუკუჩეკმეჯეს პროვინციის მე-12 სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენში აღწერილ ქმედებებს (შუამდგომლობის 43-ე პუნქტი) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლებიც მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2022 წლის 17 თებერვალს. შესაბამისად, ამოწურული არ არის საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

33. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებზე სასჯელის აღსრულების ვადა იწურება 2032 წლის 24 ივნისს.

34. ამდენად, თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის მ. ფ. ქ-ის მიმართ გამოტანილ შემდეგ განაჩენებზე: ქ. იალოვას მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის, ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის, აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის, გოლჯუკის პროვინციის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის, ბუიუკკჩეკმეჯეს პროვინციის მე-7 სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლისა და კუკუჩეკმეჯეს პროვინციის მე-12 სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენებზე, ხოლო სილივრის პროვინციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 7 მაისის განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობა, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, ამოწურულია, რის გამოც, აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მიზნით პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება.

35. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.

36. მ. ქ-ს საქართველოში ხანგრძლივად არ უცხოვრია. ამასთან, მან სასჯელის მოხდას აარიდა თავი და მის მიმართ არსებობს სასჯელის აღსრულების ლეგიტიმური ინტერესი როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე – პირის რესოციალიზაციის პერსპექტივიდან. ასეთ ვითარებაში, მ. ფ. ქ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

37. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, შემდეგი სასჯელების აღსრულების მიზნით:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის გოლჯუკის პროვინციის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ პუნქტით (ქურდობა ბინიდან, ჩადენილი პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია, თავი დაიცვას ფიზიკური ანდა ფსიქიკური მდგომარეობის გამო) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის ბუიუკკჩეკმეჯეს პროვინციის მე-7 სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინიდან), იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება), 116-ე მუხლის 1-ელი, მე-4 ნაწილებით (საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი);

თურქეთის რესპუბლიკის კუკუჩეკმეჯეს პროვინციის მე-12 სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „b“ ქვეპუნქტითა (ქურდობა დაკეტილი საცავიდან) და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი),ხოლო დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ფ. ქ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შემდეგი სასჯელების აღსრულების მიზნით:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. იალოვას მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი-მე-2 პუნქტებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი;

თურქეთის რესპუბლიკის აკიაზის პროვინციის 1-ელი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (სხვა პირის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი-მე-2 პუნქტებით (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი;

თურქეთის რესპუბლიკის სილივრის პროვინციის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 7 მაისის განაჩენით თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ფ. ქ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე