1. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5184 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.281
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 267. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება 1. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5184 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.281 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-124-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცილისწამება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით.
- საქმე №2კ-17-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2024
შუამდგომლობის 36-ე და 39-ე პუნქტებში აღწერილი, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 268-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დასჯადი ქმედებები (სხვა სახის საიდენტიფიკაციო მოწმობის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), იმავე კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელ-მე-2 პუნქტებზე (სხვა პირის კანონსაწინააღმდეგოდ მხილება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით), ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, არ იქნებოდა დასჯადი.
- საქმე №2კ-19-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2014
თ-უ ეჭვმიტანილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით, 267-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით. 2013 წლის 30 სექტემბერს ბოხუმის საუბნო სასამართლომ გამოსცა ბრძანება ა.თ-ს დაპატიმრების თაობაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება