1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
გ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) არაერთგზის;
გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.
3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2236 - ვებგვერდი, 28.04.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2014 კანონი №2236
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 264. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე. 3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2236 - ვებგვერდი, 28.04.2014 წ .
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(149)
- საქმე №2კ-22-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
2024 წლის 23 დეკემბერს პ–ს რესპუბლიკის კრაკოვის რეგიონალური სასამართლოს მე-2 სისხლის სამართლის განყოფილების მიერ ა/ა კ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, პ–ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და 264-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების (მიგრანტების საზღვარზე უკანონო გადაყვანა; დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა, ხელმძღვანელობა, მონაწილეობა) შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.
- საქმე №2კ-74-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2024
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს…
- საქმე №2კ-618აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2023
…სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის (ამ კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა) მხედველობაში მიღებით, ვ. ნ-მა ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ქურდობა.
- საქმე №2კ-697აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2022
…სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის (ამ კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა) მხედველობაში მიღებით, დ. ტ-ს ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია არაერთგზის ჩადენილი ძარცვა, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით - კანონიერია.
- საქმე №2კ-381აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2021
კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
- საქმე №2კ-115აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2021
- საქმე №64აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №2კ-150-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №2კ-752აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2021
- საქმე №2კ-666აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2020
- საქმე №2კ-524აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2018
- საქმე №16-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2017
- საქმე №172აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2016
- საქმე №73აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2016
- საქმე №2კ-366აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.01.2016
- საქმე №66აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2014
- საქმე №17აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2014
- საქმე №2კ-1091-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2013
- საქმე №2კ-456-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2013
- საქმე №2კ-295-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.03.2013
- საქმე №2კ-48-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2013
- საქმე №2კ-312აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2012
- საქმე №2კ-644აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2012
- საქმე №2კ-222აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2009
- საქმე №2კ-1250აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2009
- საქმე №2კ-1911აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2008
- საქმე №2კ-520აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2008
- საქმე №2კ-520აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.09.2007
- საქმე №420საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2007
- საქმე №2კ-315აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.10.2004
- საქმე №2კ-263აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2004
- საქმე №2კ-589აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №140100119003094586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №330100119002904525 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №330100119003078959 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №140100118002771126 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №330100119002805690 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.12.2019
- საქმე №120100118002679364 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №330100118002646685 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2019
- საქმე №330100118002521051 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.10.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 149-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება