განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 29.07.2009
საქმის ნომერი
2კ-222აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

222აპ-09 29 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის _ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ.

აAღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის ზომად ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით, გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, გ. მ-ემ გადაწყვიტა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. დანაშაულებრივი განზრახვის განსახორციელებლად წინასწარ შეარჩია ქ. ტყიბულში, გ-ას ქ. ¹...-ში მცხოვრები მ. რ-ე, რომელსაც ცოლის შერთვის მიზნით სთხოვა ოქროს სამკაულები და მოიპოვა რა მისი ნდობა, მოტყუებით გამოართვა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა მის კუთვნილ, 550 აშშ დოლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს, რითაც ამდენივე ოდენობის ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

გ. მ-მ, არაერთგზის, ჩადენილი ჰქონდა რა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად და მოტყუებით, კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის ნივთს. 2006 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ც. Dდ-ის გამზირზე არსებულ ნაქირავებ ბინაში მ. შ-ესთან ერთად. მან განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა მ. შ-ის კუთვნილ, 300 აშშ დოლარად ღირებულ ბრილიანტისთვლიან ოქროს ბეჭედს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. მ-ემ გახსნა მ. შ-ის კუთვნილი ხელჩანთა, საიდანაც ფარულად დაეუფლა დასახელებულ ოქროს ბეჭედს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 300 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მომხდარი ფაქტის შესახებ მოგვიანებით ცნობილი გახდა მ. შ-ის და მისი კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე გ. მ-ემ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთი დაუბრუნა მის კანონიერ მფლობელს.

მანვე, არაერთგზის, ჩადენილი ჰქონდა რა წინათ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად და მოტყუებით, კვლავ განიზრახა სხვისი ნივთის დაუფლება. 2006 წლის ნოემბრის ბოლოს იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ც.დ-ის გამზირზე არსებულ ნაქირავებ ბინაში მ. შ-თან ერთად. გ. მ-მ მ. შ-ს მოტყუებით გამოართვა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა მის კუთვნილ, 300 აშშ დოლარად ღირებულ ბრილიანტისთვლიან ოქროს ბეჭედს და 1,9 გრამ ოქროს ძეწკვს, ღირებულს 40 ლარად, რითაც დაზარალებულს სულ მიაყენა 300 აშშ დოლარისა და 40 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

მანვე, არაერთგზის, ჩადენილი ჰქონდა რა წინათ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2007 წლის 14 თებერვალს ისარგებლა ნაცნობის, ი. ბ-ს ნდობით და თაღლითურად დაეუფლა მის კუთვნილ, 40 ლარად ღირებულ «სიმენსი-...» მოდელის მობილური ტელეფონის აპარატს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 40 ლარის მატერიალური ზიანი. აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემდეგ იგი მიიმალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ბრალდება ემყარება ცრუ ჩვენებებს, გამოძიებას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. მ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-ამ შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მსჯავრდებულმა გ. მ-მ ბრალდების ყველა ეპიზოდში თავი ცნო დამნაშავედ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი დამცველის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენში როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში, შევიდა ცვლილება, კერძოდ, გ. მ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ამასთან, გ. მ-ის სასჯელის ზომის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლითა და 177-ე მუხლის შენიშვნით, ვინაიდან დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი გარემოება _ არაერთგზისობა _ მოიცავდა წინა დანაშაულებებსაც, მათ შორის _ ქურდობასაც და გ. მ-ს ქურდობის ჩადენის ერთი და თაღლითობის ჩადენის სამი ეპიზოდისათვის განუსაზღვრა ერთი სასჯელი _ უფრო მკაცრი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში, რის შედეგადაც გ. მ-ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტების საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილემ _ გ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად. Kკასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. აღნიშნული კი გამოიხატა იმაში, რომ ერთმანეთისგან ხარისხობრივად განსხვავებული, სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ქმედებები (ქურდობა და თაღლითობა) შეაფასა ერთი მუხლით, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ განაჩენებთან, ისე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მიერ ანალოგიურ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები გ. მ-ის მსჯავრდების თაობაზე და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ, მართალია, იხელმძღვანელა დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლითა და 177-ე მუხლის შენიშვნით, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. მ-ეს წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება არაერთგზის თაღლითობის ჩადენის თაობაზე, მაგრამ არასწორად ჩათვალა, რომ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი გარემოება _ არაერთგზისობა _ მოიცავდა წინა Dდანაშაულებებსაც, მათ შორის _ ქურდობასაც, რის გამოც გ. მ-ეს ქურდობის ჩადენის ერთი და თაღლითობის ჩადენის სამი ეპიზოდისათვის უნდა განსაზღვროდა ერთი _ ყველაზე უფრო მკაცრი სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ადრე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავდა ერთი (და არა სხვადასხვა) მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას, ხოლო სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზისად, თუ ამის შესახებ მითითებულია შესაბამის მუხლში, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც არაერთგზისობით ქმედების კვალიფიკაცია ვერ მოიცავს წინათ ჩადენილ სსკ-ის სხვა მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ სსკ-ის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობითაც, თუ მას წინ უსწრებდა ზემოაღნიშნული, სხვა რომელიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამდენად, თვისებრივად განსხვავებული და სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ქმედებები _ თაღლითობა და ქურდობა _ არ შეიძლება ერთმანეთს მოიცავდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კანონის არასწორ გამოყენებასთან, რაც, საქართველოს სსკ-ის 562-ე მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 564-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გაუქმების საფუძველია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გ. მ-ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებით, შესაბამისად, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტისა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატის დასკვნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენი გ. მ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული დარღვევები და როგორც მატერიალური სისხლის სამართლის, ისე საპროცესო ნორმების სწორი გამოყენებით მოცემულ საქმეზე მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენი გ. მ-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

Pპალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.