თავი II — საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს კომპეტენცია და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საქმიანობის სახელმწიფო კოორდინაცია
1. საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილ პრეკურსორებზე სახელმწიფო კვოტებს (საჭიროების შემთხვევაში – კვოტებში ცვლილებების შეტანას) საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.
2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე ფიქსირებული კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ფიქსირებული კვოტები საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარედგინება გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.
3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
4. (ამოღებულია - 02.07.2025, №918).
5. (ამოღებულია - 02.07.2025, №918).
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2043 – ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №918– ვებგვერდი, 02.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №918
- 05.07.2018 კანონი №3064
- 05.03.2014 კანონი №2043
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების კვოტები 1. საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილ პრეკურსორებზე სახელმწიფო კვოტებს (საჭიროების შემთხვევაში – კვოტებში ცვლილებების შეტანას) საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს. 2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე ფიქსირებული კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ფიქსირებული კვოტები საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარედგინება გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს. 3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიდა კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საჯაროდ აცხადებს და აქვეყნებს დამტკიცებულ ქვეყნის შიდა კვოტას და არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს იმპორტირების მსურველთა განცხადებებს. [4. (ამოღებულია - 02.07.2025, №918). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან) ] 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიდა კვოტის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის გაცემისას ვალდებულია არ დაუშვას ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირების მონოპოლიზაცია. [5. (ამოღებულია - 02.07.2025, №918). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან) ]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 08/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება