1. I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.
2. II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.
3. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი.
4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ლეგალური ბრუნვის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნუსხაში შემავალ სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის, პრეპარატებზე, ვრცელდება სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.
5. აკრძალულია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმ სიაში გადატანა, რომელზედაც დაწესებულია ნაკლებად მკაცრი კონტროლი, ვიდრე ეს საერთაშორისო მოთხოვნებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2043 – ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3064
- 05.03.2014 კანონი №2043
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.04.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კონტროლის რეჟიმი 1. I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება. 2. II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება. 3. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი. 4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ლეგალური ბრუნვის წესებს განსაზღვრავს საქართველოს შრომისოკუპირებული ,ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსამინისტრო. . აღნიშნულ ნუსხაში შემავალ სამკურნალო საშუალებებზესაშუალებებზე, , მათ შორისშორის, ,პრეპარატებზე, პრეპარატებზე , ვრცელდება სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესებიწესები. . 5. აკრძალულია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმ სიაში გადატანა, რომელზედაც დაწესებულია ნაკლებად მკაცრი კონტროლი, ვიდრე ეს საერთაშორისო მოთხოვნებით არის გათვალისწინებული.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 08/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება