დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.02.2014
საქმის ნომერი
17აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17აგ-14 20 თებერვალი, 2014 წელი

მ-ი მ 17აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109–ე მუხლის „ა“,„გ“, „ზ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 264–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მას განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 20 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 58–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის დადგენილებით მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 14 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ორივე განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მოცემული დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 23 აპრილიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ს ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

,,მსჯავრდებულ მ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის დადგენილებით მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 6 თვისა და 18 დღის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 23 აპრილიდან“.

2013 წლის 14 მაისს (განმეორებით 20 ივნისს) თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. მ-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის (10 ივნისის) განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მას საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი