დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.04.2014
საქმის ნომერი
2კ-19-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.04.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №19I-14 ქ. თბილისი

თ-უ ა, 19I-14 8 აპრილი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - გ. შალამბერიძის

პროკურორ - ნ. რ-ს

ადვოკატ - გ. გ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. თ-ს

თარჯიმან - ნ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 25 სექტემბერს საქართველოს შსს ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. თ-უ ( თ-ს რესპუბლიკის ქალაქ ა-ი, თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტი #).

2013 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა.თ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2013 წლის 25 ოქტომბერს დიპლომატიური არხების მეშვეობით საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა შუამდგომლობა ა. თ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ და შესაბამისი საექსტრადიციო მასალები, რითაც დაცულ იქნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შუამდგომლობის მიწოდების ვადა.

2013 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა.თ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელებულ იქნა დამატებით 3 თვით - 2014 წლის 25 მარტამდე.

2014 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა. თ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელებულ იქნა 3 თვით, 9 თვემდე - 2014 წლის 25 ივნისამდე. მას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 25 სექტემბრიდან.

ამჟამად ა. თ-უ მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში.

ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და სხვა საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. თ-უ ეჭვმიტანილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით, 267-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით.

2013 წლის 30 სექტემბერს ბოხუმის საუბნო სასამართლომ გამოსცა ბრძანება ა.თ-ს დაპატიმრების თაობაზე.

ა. თ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია.

ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გადასცენ ერთმანეთს სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებული პირები.

“სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დასჯადია თავისუფლების აღკვეთით როგორც ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმმართველ, ისე შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში და აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია სულ მცირე - 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის შემთხვევაში ასევე აუცილებელია, რომ პირს მისჯილი ჰქონდეს სულ მცირე - ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

ა.თ-ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ა. თ-მ, გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დ-ი დაფუძნებული კომპანიის “”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თურქეთში დაფუძნებული კომპანია “”-ის სახელზე (შემდგომში: კომპანია „“) გასცა კრედიტი, რითაც დაარღვია „საკრედიტო და ბიზნეს სისტემის შესახებ კანონი“, ვინაიდან ამ მიზნით გამოიყენა არა საკუთარი, არამედ სააქციო საზოგადოება ”-ის ფინანსები. კომპანია “”-მა და კომპანია „“-მა მოახდინეს ექსპორტის სავაჭრო გარიგებების სიმულაცია, დადეს მოჩვენებითი გარიგებები, რომლებშიც “”-ი თითქოსდა იყო გამყიდველი, ხოლო „“-ი - მყიდველი. კომპანია “”-ს სინამდვილეში არასოდეს განუხორციელებია სავაჭრო გარიგებები თურქულ კომპანია „“-თან. ეს უკანასკნელი კომპანია “”-ის თაღლითური გეგმის მონაწილე იყო. გერმანული კომპანიებისათვის სავალდებულოა საექსპორტო კრედიტის გარანტიის (Hermesdeckung) მიღება. ხსენებული გარანტიის მისაღებად ა. თ-მ ჰ-ი, სადაზღვევო კომპანია “”-ში, წარადგინა ყალბი სატრანსპორტო დოკუმენტები და კომპანიას შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს კომპანია “”-სა და კომპანია „“-ს შორის დადებული იყო სავაჭრო ხელშეკრულება ექსპორტზე. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ გასცა გარანტია კომპანია “”-ის მიერ სინამდვილეში არარსებული ხელშეკრულების თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე. საექსპორტო კრედიტის გარანტიის მიღების შემდეგ ა.თ-მ “”-ს შესასყიდად შესთავაზა თურქულ ფირმა „“-ის სახელზე შევსებული თამასუქი. ამასთან, ა.თ-ს თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ წარდგენილ თამასუქს ღირებულება არ გააჩნდა. ა.თ-მ სადაზღვევო კომპანია ““-ს “”-ისათვის გადაახდევინა საკომპენსაციო თანხა, მთლიანობაში - 4465 787 ევროს ოდენობით. ზემოხსენებული პროცედურები უკვე განხორციელებული ჰქონდათ ამავე საქმეში ეჭვმიტანილ ა. და მ. ბ-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “”-ის საშუალებით. ეჭვმიტანილებმა შეავსეს ყალბი სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც საჭირო იყო მოჩვენებითი კომერციული გარიგებებისათვის რეალური სახის მისაცემად. ეს დოკუმენტები ემსახურებოდა იმ ფაქტის დასაბუთებას, რომ საქონლის გადაზიდვა ხორციელდებოდა ფიქტიური კომპანიიდან “”-ისთვის და იქიდან - შესაბამისი თურქი მყიდველისთვის. სინამდვილეში კი ასეთი გარიგებები არ დადებულა. ეჭვმიტანილებმა - ა. და მ. ბ-ა შემდგომში წარუდგინეს ხსენებული გაყალბებული დოკუმენტები “” / “-ს და ასევე სადაზღვევო კომპანია „”-ს. ეჭვმიტანილებმა მინიმუმ 30 შემთხვევაში განახორციელეს სავაჭრო გარიგებების სიმულაცია, რათა ბანკისათვის წარედგინათ კომპანია “”-ის სახელზე გაცემული თამასუქები და ბანკს, რომელიც ენდობოდა საექსპორტო კრედიტის გარანტიას (Hermesdeckung), შეესყიდა მათგან აღნიშნული თამასუქები. ბანკი უხდიდა ეჭვმიტანილებს სასაქონლო ზედნადების თანხის 90-95 პროცენტს. დადგენილია, რომ იგივე სატრასპორტო დოკუმენტები, რომლებიც ეჭვმიტანილი ბაჰადირების მიერ უკვე გამოყენებული იყო სხვა შემთხვევებში, შემდეგ ეგზავნებოდა ა. თ-ს, რომელიც 2004 წლამდე ფირმა “”-ის პარტნიორი იყო. სატრანსპორტო დოკუმენტები გადაეცემოდა ა.თ-ს მათი შემდგომი გაყალბების მიზნით და მოგვიანებით ამ დოკუმენტების მეშვეობით სამართლებრივი სახე მიეცემოდა კომპანია “”-ის არარსებულ კომერციულ გარიგებებს. აღნიშნულის შედეგად “”/ “ -ს მიადგა 2.121.570,78 ევროს ოდენობის ზარალი. ამავდროულად, სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საერთო კომპენსაციის თანხა შეადგენდა 4.465.787, ევროს. როდესაც დადგენილ ვადაში თამასუქებით განსაზღვრული თანხის გადახდა არ განხორციელდა, 2009 წლის 26 ნოემბერს ა.თ-მ კომპანია “”–ის ერთ-ერთი თანამშრომლის სახელით მიმართა სადაზღვევო კომპანია „”-ს ცხრა გადაუხდელი თანხის კომპენსაციის შესახებ შუამდგომლობით და წარადგინა გაყალბებული დოკუმენტები. იმის გათვალისწინებით, რომ ა. თ-ს სადაზღვევო თანხის მოთხოვნის უფლება გადაცემული ჰქონდა “”-ისთვის, მან კომპენსაციის თანხის გადახდა მოითხოვა არა კომპანია “”–ისათვის, არამედ უშუალოდ ბანკისათვის. წარმოდგენილი სატრანსპორტო და ფრახტის დოკუმენტების ნამდვილობის მიმართ არსებული ნდობის საფუძველზე 2010 წლის 16 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია „”-ი დათანხმდა მოთხოვნილი კომპენსაციის გადახდას და 2010 წლის 3 დეკემბერს გასცა შესაბამისი განკარგულება თანხის ბანკისათვის გადარიცხვის თაობაზე. სადაზღვევო კომპანია „”–ის მიერ 2010 წლის 3 დეკემბერს განხორციელებული ზემოაღნიშნული გადახდა ემყარებოდა შემდეგ გაყალბებულ დოკუმენტებს: საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები (კომპანია -ს ეპიზოდი), საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის კონოსამენტი (კომპანია“”-ის 2009 წლის 24 მარტის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ნომრით - (კომპანია“”-ის 2009 წლის 24 მარტის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი - ნომრით: (კომპანია“”-ის 2009 წლის 7 აპრილის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები (კომპანია ““-ის 2009 წლის 8 მარტის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (კომპანია ““-ის 2009 წლის 8 მარტის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია “”-ის 2009 წლის 28 აპრილის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები ნომრებით - და (კომპანია “”-ის 2009 წლის 28 აპრილის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია““-ის 2009 წლის 30 აპრილის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები ნომრებით - და (კომპანია““-ის 2009 წლის 30 აპრილის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია “”-ის 2009 წლის 20-21 მარტის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ნომრით - (კომპანია “”-ის 2009 წლის 20-21 მარტის ეპიზოდი), ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია “”-ის 2009 წლის 20-21 მარტის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია“”-ის 2009 წლის 9 ივნისის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ნომრით - (კომპანია“”-ის 2009 წლის 9 ივნისის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია““-ის 2009 წლის 1 ივნისის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ნომრით - (კომპანია““-ის 2009 წლის 1 ივნისის ეპიზოდი), საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია“”-ის 2009 წლის 10 ივლისის ეპიზოდი), საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია“”-ის 2009 წლის 10 ივლისის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია ““-ის 2009 წლის 13-14 ივლისის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ნომრით - (კომპანია ““-ის 2009 წლის 13-14 ივლისის ეპიზოდი), საერთაშორისო ავიასატრანსპორტო ზედნადები ნომრით (კომპანია““-ის 2009 წლის 6 ივლისის ეპიზოდი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ნომრით - (კომპანია““-ის 2009 წლის 6 ივლისის ეპიზოდი).

აღწერილი ქმედებები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, კვალიფიცირდება როგორც: თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზარალი, დანაშაული გათვალისწინებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 10 წლამდე ვადით; დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზარალი, დანაშაული გათვალისწინებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 10 წლამდე ვადით.

ზემოაღწერილი ქმედებები თაღლითობის ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც: თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით; ზემოაღწერილი ქმედებები საერთაშორისო ავიასატრანსპორტო და საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო ზედნადების გაყალბების ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. იგივე ქმედებები საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაყალბების ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

2014 წლის 21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნ. რ-მ და ითხოვა ა. თ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ა. თ-ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებითა (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზარალი) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით (დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზარალი) მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებასა და მის პატიმრობიდან გათავისუფლებას შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. თ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია; მისთვის წაყენებული ბრალდებები არის სრული სიცრუე და აბსურდი; იგი ასრულებდა მოვალეობას და ცხადდებოდა ყოველ სამშაბათს და პარასკევს მეერბურის პოლიციის განყოფილებაში. ა. თ-ს მიერ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დატოვების მიზეზი იყო შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც იძულებული გახდა, წამოსულიყო თურქეთის რესპუბლიკაში შვილის სანახავად, რის შემდეგაც უპირობოდ აპირებდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებას, ვინაიდან ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას მიადგა დიდი ოდენობის ზიანი, იგი თავს თვლიდა დაზარალებულად და არა ბრალდებულად, რის გამოც დაინტერესებული იყო საქმეზე გარკვეულიყო ობიექტური ჭეშმარიტება და ამიტომაც მას მიმალვა არც კი უცდია.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. რ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. გ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმება და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. თ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც დაეთანხმა თავად ა. თ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. თ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2013 წლის 25 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა. თ-ს წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაცვის მხარე ვერ უთითებს მტკიცებულებებს, თუ რას ემყარება მისი არგუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით; საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, რომელიც ცნობს და აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. თ-ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი, მეორე პუნქტებითა (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზარალი) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი, მეორე პუნქტებით (დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზარალი) მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინება ა. თ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე