1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.
საქართველოს 2014
წლის 2 მაისის
კანონი №2393 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის
კანონი №431
– ვებგვერდი, 04.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.04.2025 კანონი №431
- 02.05.2014 კანონი №2393
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა 1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №2კ-116-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „e” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
- საქმე №2კ-114-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2025
ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით).
- საქმე №2კ-52-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2025
ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი შენობაში მოთავსებული ნივთის მიმართ).
- საქმე №2კ-160-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2024
ჰ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 315b მუხლის პირველი ნაწილის მე-3…
- საქმე №2კ-39-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2024
ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h” ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-17-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2024
- საქმე №2კ-12-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №2კ-46-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2022
- საქმე №2კ-41-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2022
- საქმე №2კ-38-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2022
- საქმე №2კ-49-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.12.2019
- საქმე №2კ-47-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №2კ-16-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №2კ-27-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.10.2018
- საქმე №2კ-24-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2018
- საქმე №53საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2009
- საქმე №ბს-924-886(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
- საქმე №330802219002946693 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №330802218002653290 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №330802218002575232 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №200100119003339253 · თელავის რაიონული სასამართლო · 18.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება