1. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება:
ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1642
- ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის
4 მაისის
კანონი
№763
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2395
–
ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 17.03.2020 კანონი №5750
- 30.05.2018 კანონი №2395
- 04.05.2017 კანონი №763
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 139. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება 1. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 4. იგივე ქმედება: ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა; ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1642 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(35)
- საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
…2022 წლის 22 აგვისტოს წარედგინა ბრალდება, ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით და 139-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ პირად ცნობილი იქნა მ.ჭ–ია.
- საქმე №2კ-266აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით; პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონით, საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;
- საქმე №2კ-142აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2025
ს-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის აპრილის ეპიზოდი), 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის მაისის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2022 წლის იანვრის ეპიზოდი) და 19, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
- საქმე №2კ-1079აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2025
ღ---) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულებისათვის, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით;
- საქმე №2კ-1-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
შუამდგომლობის მე-8 პარაგრაფში აღწერილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი…
- საქმე №2კ-804აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2023
- საქმე №2კ-1145აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
- საქმე №2კ-337აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №2კ-569აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2021
- საქმე №2კ-740აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
- საქმე №14აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.10.2021
- საქმე №41-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2020
- საქმე №2კ-316აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2020
- საქმე №50აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2020
- საქმე №2კ-20-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2020
- საქმე №2კ-389აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2018
- საქმე №2კ-293აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2018
- საქმე №5აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2017
- საქმე №2კ-172აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2016
- საქმე №2კ-442აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2016
- საქმე №2კ-449აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.05.2015
- საქმე №2კ-1679-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2013
- საქმე №2კ-502აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №102საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2008
- საქმე №2კ-2157აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2008
- საქმე №388საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2008
- საქმე №2კ-138დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2003
- საქმე №010141318700062031 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №010141318700059550 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.10.2018
- საქმე №330100119003068004 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №080100119002949026 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.01.2020
- საქმე №330100119002888644 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2019
- საქმე №330100119003060722 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №080100119002949026 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.10.2019
- საქმე №200210819003135229 · თელავის რაიონული სასამართლო · 04.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება