შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
388-საზ 24 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მსჯავრდებულ დ. ო-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გადასიჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დ. ო-ი, _ დაბადებული .... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, _ ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, 97-ე მუხლის II ნაწილით -6 წლით, 111-ე უხლის I ნაწილით – 3 წლით, 104-ე მუხლის IV, VI ნაწილებით – სიკვდილით დასჯა, 228-ე მუხლის III ნაწილით – 7 წლით, 2063-ე მუხლით- 3 წლით, 96-ე მუხლის I ნაწილით – 10 წლით, 96-ე მუხლის II ნაწილით I, IV და VII პუნქტებით – 14 წლით, 961-ე მუხლით 15 წლის ვადით, მე-100 მუხლის III ნაწილით – 13 წლის ვადით, 2081-ე მუხლით – 2 წლით, 211-ე მუხლით – 2 წლით, 240-ე მუხლის III ნაწილით – 15 წლით, 243-ე უხლის III ნაწილით – 12 წლით, 116-ე მუხლის II ნაწილით – 3 წლით და 2381-ე მუხლით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
იმავე განაჩენით მ. ქ-ძე დაბადებული .... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 240-ე მუხილს II ნაწილით _ 10 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 12 წლით, 228-ე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით, 78-ე რმუხლით – 15 წლით, 2381-ე მუხლით – 10 წლით, 961-ე მუხლით – 14 წლით, ქონების კონფისკაციით, 96-ე მუხლის I ნაწილით _ 10 წლით, ამავე მუხლის II ნაწილის I, IV და VII პუნქტებით – 14 წლით, 2063-ე მუხლით – 3 წლით, 208-ე მუხლის II ნაწილით – 1 წლით გამასწორებელი სამუშაო, 211-ე მუხლით -2 წლით, 97-ე მუხლის II ნაწილით – 6 წლით, მე-100 მუხლის III ნაწლით _ თავისუფლეიბს აღკვეთა 13 წლის ვადით. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
ო. ქ-ძე – დაბადებული ... წელს, ქართველი, უმაღლესი განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლბის არმქონე, _ ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 9 წლით, 97-ე მუხლის II ნაწილით – 6 წლით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრა 13 წილს ვადით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
კ. ს-ი – დაბადებული ......... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, უცოლო, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 10 წლით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
თ. ვ-ი – დაბადებული ........... წელს, ქართველი, უმაღლესი განათლების მქონე, უცოლო, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, 139-ე მუხლის II ნაწილით – 8 წლით, ხოლო 2381-ე მუხლით – 10 წლით. სსკ-ის 40-ე მუხლის თანახმად საბოლოო სასჯელის ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, ქონების კონფისკაციით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
ზ. ქ-ძე – დაბადებული .... წელს, ქართველი, საშუალო სპეციალური განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 961-ე მუხლით – 11 წლის ვადით, 2381-ე მუხლით – 10 წილთ, ქონების კონფისკაციით, სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
ვ. ხ-ი _ დაბადებული .... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობა გაქარწყლებუილი – ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 12 წილთ თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 10 წლით, სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით და ქონების კონფისკაციით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
იმავე განაჩენით გ. ვ-ი-_ დაბადებული ... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 7 წლით, სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და ქონების კონფისკაციით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
გ. ქ-ძე – დაბადებული ..... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილით – 10 წლით, 78-ე მუხლით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 9 წლით. სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. იგი სასჯელ სიხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
იმავე განაჩენით ა. ქ-ი – დაბადებული ..... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე – ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით – 12 წლით, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 8 წლით, 78-ე მუხლით – 12 წლით, 2381-ე მუხლით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
დ. ქ-ი – დაბადებული ......... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე – ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 8 წილთ თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 25 აგვისტოდან.
გ. ნ-ი – დაბადებული .... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე – ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 10 წლით, 110-ე მუხლის I ნაწილით – 7 წლით, 228-ე მუხლის III ნაწილით – 6 წილთ. სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენების საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
იმავე განაჩენით გ. ს-ი – დაბადებული ........წელს, ქართველი, საშუაოლ განათლების მქონე, უცოლო, ნასამართლობის არმქონე – ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხილთ – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 8 წლით, სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენების საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
იმავე განაჩენით ი. ზ-ძე – დაბადებული ..... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე _ ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით – 10 წლით, 97-ე მუხლის II ნაწილით – 6 წლით, სსკ-ის მე-40 მუხილს გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
იმავე განაჩენით ჯ. შ-ი – დაბადებული ..... წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე – ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლით_ 9 წლით, სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
იმავე განაჩენით გ. ს-ძე – დაბადებული ........ წელს, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 7 მაისიდან.
იმავე განაჩენით გ. მ-ძე – დაბადებული ....... წელს, ქართველი, საშუაოლ განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 105-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 30 მაისიდან.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულ დ. ო-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა – შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1995 წლის 4 მაისიდან.
განაჩენის მიხედვით, დ. ო-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ბანდიტიზმი – შეირაღებული ბანდის ორგანიზება სახელმწიფო საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე მონაწილება მიიღო თავის მიერ მოწყობილ თავდასხმაში.
მანვე ჩაიდინა გამოძალვა, განმეორებით, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ე.ი. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონებისა და ქონებაზე უფლების გადაცემის მოთხოვნა ძალადობის გამოყენების მუქარით, იმ პირთა მიმართ, რომელთა გამგებლობაში და დაცვის ქვეშ იმყოფებოდა ეს ქონება; მანვე ჩაიდინა სხეულის გან ზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის საშიში, მაგრამ რომელმაც გამოიწვია ორგანიზმის დედუქციის ხანგრძლივი მოშლა.
დ. ო-მა შურისძიებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით, მშობლის თვალწინ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობა.
მანვე ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით გამოძალვა, ადამიანის მოტაცება და თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა ანგარებითა და სხვა ქვენაგრძნობით.
მანვე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოძალვაში ბანდიტურ ჯგუფთან ერთად. მან ორგანიზაცია გაუკეთა და ფაქტიური მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ მოქმედებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც მოჰყვა სახელმწიფო დაწესებულების მუშაობის შეფერხება.
მანვე ჩაიდინა პირთა ჯგუფის წინასწარი შეთანხმებით, სადგომში შეღწევით ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაუფლეიბს მიზნით, რომელსაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა.
მანვე პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სხვა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ანგარებით, ქვენაგრძნობით ჩაიდინა სახელმწიფო ქონების განზრახ განადგურება, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.
მანვე პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ჩაიდინა სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული დოკუმენტების გატაცება, მოსპობა, დაწესებულების ნორმალური მუშაობის ხელის შეშლის მიზნით.
მანვე ჩაიდინა პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცება.
მანვე ჩაიდინა სისტემატური ცემა, რასაც ჰქონდა წამების ხათიათი.
იგი ასევე პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით ახდენდა სატრანსპორტო საშუალების გატაცებას.
მანვე ორგანიზაცია გაუკეთა და მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში.
მსჯავრდებული დ. ო-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას 15 წლამდე იმ მოტივით, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით სიკვდილით დასჯა – არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. ო-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დ. ო-ს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტების (1960 წილს 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განზრახი მკვლელობისათვის რომლის ჩადენაში ბრალი დაედო დ. ო-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე თავისუფლეის აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ხოლო ორი ან მეტი პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვალო თავისუფლების აღკვეთას.
Aამრიგად, დ. ო-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას – მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე პუნქტი (1960 წლის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ოთიაშვილს სასჯელი – ვადიანი თავისუფლების ააღკვეთა არ შეილება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება – ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 10 წლამდე. სსკ-ის 2381-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) ითვალისწინებდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი 223-ე მუხლის პირველი ნაწილი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. Eეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ენაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომიდნარე, დ. ო-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება სსკ-ის 2381-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 223-ე მუხლის პირველ ნალილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შტანთქმულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 223-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელები.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ო-ს მიერ ჩადენილ სხვა ქმედების კვალიფიკაციებს, მათთან მიმართებით განაჩენის მომქედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ განაჩენი მსჯავრდებულების – ო. ქ-ს, მ. ქ-ის, კ. ს-ი, თ. ვ-ის, გ. ვ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ის, გ. ნ-ის, გ. ს-ის, ი. ზ-სა და ჯ. შ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ:
ზემოთმითითებული მოტივებით, მ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილიდან(1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მომქედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება სსკ-ის 2381-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 223-ე მუხლის პირველ ნაწილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
Mმსჯავრდებულების – ო. ქ-ს, კ. ს-ს, თ. ვ-ის, ზ. ქ-ს, ვ. ხ-ის, გ. ვ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ის, გ. ნ-ის, გ. ს-ის, ი. ზ-ის, ჯ. შ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის – უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ითვალისწინებდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი 223-ე მუხლის მეორე ნაწილით – 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. Eეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში ეშსული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების – ო. ქ-ს, კ. ს-ს, თ. ვ-ის, ზ. ქ-ს, ვ. ხ-ის, გ. ვ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ის, გ. ნ-ის, გ. ს-ის, ი. ზ-ის, ჯ. შ-ის ქმედებები საქართველოსა სსკ-ის 2381-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირებაში მონაწილეობა) და ამ ნაწილში მათ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთი, 567-ე, 568-ე მუხლებით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ო-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენი შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ დ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ დ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად აგნესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, ხოლო მისივე სსკ-ის 2381-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მომქედი სსკ-ის 223-ე მუხლის პირველ ნაწილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელძღვანელობა) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, მსჯავრდებულ დ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება სსკ-ის 2381-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 223-ე მუხლის პირველ ნაწილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირები შექმნა, ხელმძღვანელობა) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულების – ო. ქ-ს, კ. ს-ს, თ. ვ-ის, ზ. ქ-ს, ვ. ხ-ის, გ. ვ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ის, გ. ნ-ის, გ. ს-ის, ი. ზ-ის, ჯ. შ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირებაში მონაწილეობა) და ამ ნაწილში მათ სასჯელის ზომად განესზაღვროს თავისუფლების აღკეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.