განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 21.07.2025
საქმის ნომერი
2კ-142აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006577614

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი)

საქმე №142აპ-25 ქ. თბილისი

ს-ი ლ. , 142აპ-25 21 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. წ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. წ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ლ. ს-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის აპრილის ეპიზოდი), 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის მაისის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2022 წლის იანვრის ეპიზოდი) და 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

4. ლ. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

· სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. ლ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2024 წლის 8 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 27 აგვისტოდან იმავე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით;

7. ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წელის 29 აგვისტოს განჩინებით ლ. ს-ის (პ/ნ ...) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 15000 ლარის გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ს. რ-ს (პ/ნ ... საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ზ-ს რაიონის სოფელი თ. , ფართი 4390 კვ.მ. (ს ... )

8. ნივთიერი მტკიცებულებები:

· ავტომანქანის დათვალიერების დროს აღებული ანაწმენდები FCD100043993 ლუქით განადგურდეს;

· ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლის ნიმუში FCD10016722 ლუქით, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), განადგურდეს;

· ავტომანქანა „ნისან ნოუთი“, სახ.ნომრით ... , N27/11/5 ლუქით, რომელიც ჩაბარდა დაზარალებულ ნ. ფ-ს და ინახება მასთან, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· ნ. ფ-ისგან ამოღებული „აიფონ 11“-ის მოდელის მობილური ტელეფონი N27/11/5 ლუქით, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· ნ. ფ-ისგან ამოღებული კაბა MIA00090224 ლუქით, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· ლ. ს-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი MIA00090226 ლუქით, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· ლ. ს-ის ნერწყვის ნიმუში FCD100030277 ლუქით, განადგურდეს;

· ნ. ფ-ისგან ამოღებული კომპიუტერული დისკი - ნ. ფ-ისა და ლ. ს-ის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად და სველი ხელსახოცების შეკვრის წებოვანი თავსაფარი ლენტი FCD01289097 ლუქით, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), განადგურდეს;

· გ. შ-სგან ამოღებული შარვალი, მაისური და ფეხსაცმელი N27/11/5 ლუქით, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· ლ. ს-ისგან ამოღებული დანა N27/11/5 ლუქით, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), განადგურდეს;

· ლ. ს-გან ამოღებული ტანსაცმელი - შარვალი, მაისური და ჩუსტები, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

· გ. შ-ს სისხლის ნიმუში N27/11/5 ლუქით, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ნ-ს აღმართი N...), განადგურდეს;

· ერთი ცალი კომპიუტერული დისკი N27/11/5 ლუქით, სს „ს-ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

9. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე