განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 17.09.2002
საქმის ნომერი
2კ-129აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 129-აპ 17 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მარტის განაჩენი გ. გ-შვილის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 325 მარტის განაჩენით გ. გ-შვილს საქართველოს სსკ-ის 270-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენით მასვე დაეკისრა დაზარალებულ ნ. ს-შვილის სასარგებლოდ 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის აღსრულების დროისათვის არსებული კურსით გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საფმართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლნისის განაჩენით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მარტის განაჩენი გ. გ-შვილის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველძზე გ. გ-შვილს სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აკვეთა შეეცვალა პირობითი მსჯავრით – 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

გ. გ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2000წ. 10 ნოემბერს გ. გ-შვილი ავტომანქანა ვაზ-2106-ით დაახლოებით 15 საათზე მოძრაობდა ქ.რუსთავის მხრიდან მარტყოფის მიმართულებით. ამავე პერიოდში სოფ. მარტყოფის მხრიდან საპირისპირო მიმართულებით “მაზ”-ის მარკის ავტომანქანით მოძრაობდა თ. შ-შვილი.

საავტომობილო გზის 32-ე გზის მონაკვეთზე გ.გ-შვილი შეეცადა გაესწრო წინ მიმავალი ავტომანქანა “კამაზისათვის”, რა დროსაც დაარღვია მოძრაობის წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები, გასწრებამდე არ დარწმუნდა რომ მოძრაობის ზოლი იყო თავისუფალი გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ის ამ მანევრით დაბრკოლებას არ შეუქმნიდა საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომანქანას. მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად იგი შეეჯახა თავის სავალ ნაწილზე მოძრავ ავტომანქანა “მაზს”, რომელსაც თ.შ-შვილი მართავდა. შეჯახების შედეგად ავტომანქანა – ამწის სამუხრუჭე სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, ავტომანქანა – ამწის ისარი გადაქანდა წინა, ავტომანქანამ დაიწყო ტორტმანი და გახდა უმართავი, რის გამოც იგი შემოტრიალდა, გადაწყვიტა სავალი ნაწილი და შეეჯახა ბეტონის ბოძს. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ავტომანქანა “მაზში” მჯდომი ა. ს-შვილი.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით დაზარალებული ნ.ს-შვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ სააპელაციო პალატის მიერ განხილვას. საჩივარში მითითებულია რომ გ.გორდაშვილს შეფარდებული აქვს მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი.

საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ.ხ-ძემ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს.ჯ-ძემ მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება. გ. გ-შვილის განცხადეით იგი უდანაშაულოა.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა.ს-შვილმა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენი გ. გ-შვილის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს პალატის სხვა შემადგენლობას ხელმეორედ განხილვისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას გ. გ-შვილს დაენიშნა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი. იმის გათვალისწინებით, რომ მან ბრალად შერაცხული ქმედება არ მოინანია და არ აღიარა დანაშაული, დაზარალებულზე მიყენებული ზარალი არ აანაზღაურა ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მის მიმართ ბირობითი მსჯავრის გამოყენება მიაჩნია მეტისმეტად მსუბუქ სასჯელად.

საკასაციო პალატა თვლის რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ საქართველოს სსსკ-ს მე-18 მუხლის დაცვით სრულად, ყოველმხრივ და დობიექტურად უნდა გამოავლინოს საქმის გარემოებები, მათ შორის მსჯარვდებულ გ-შვილის საჩივრის მოტივები მისი უდანაშაულობის შესახებ და თუ მივა იმ დასკვნამდე, რომ მის მიმართ რალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დადასტურებულია, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს იმ ზომით, რაც არ იქნება მეტისმეტად მსუბუქი და აშკარა უსამართლო.

საკასაციო პალატა ამასთან ერთად მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ გ-შვილი შინაპატიმრობაშია 2001წ. 22 ივნისიდან მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ხსენებული აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულ ნ.სულუაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განაჩენი გ. გ-შვილის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემვადგენლობას.

გ. გ-შვილის აღკვეთი ღონისძიება შინაპატიმრობა შეეცვალოს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემით.

განჩინების ასლი აღსრულებისათვის გაეგზავნოს გარდაბნის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს.